წიგნი რიცხვთა

მრავალმნიშვნელოვანი
(გადამისამართდა გვერდიდან წიგნი რიცხუთაჲ)
ძველი აღთქმა

არაკანონიკური ტექსტები


წიგნი რიცხვთა, რიცხვნი (ბერძ. Ἀριθμοί, „Arithmoi“, ებრ. במדבר‎, „Bəmidbar“) — ძველი აღთქმის ხუთწიგნეულისა და ბიბლიის მეოთხე კანონიკური წიგნი. სახელწოდება წარმოადგენს თარგმანს სეპტუაგინტის ბერძნული სათაურისა (àrithmoi), რომელიც სინაის მთის ძირას დაბანაკებული ისრაელი ტომების აღწერიდან მომდინარეობს. წიგნის ებრაულ თარგმანში კი მისი სათაურია „უდაბნოში“ (bemidbar). სინაის ძირას დასახლება და შემდეგ აღთქმულ მიწამდე უდაბნოში მოგზაურობა ის ორი ძირითადი ამბავია, რომელთა ირგვლივაც ვითარდება თხრობა. წიგნის საბოლოო რედაქტირებისას გამოყენებულია განსხვავებულ ტრადიციათა (იაჰვისტური, ელოჰისტური, საღმრთისმსახურებო) სხვადასხვა დოკუმენტი.

თავისი ისტორიული და რელიგიური სულისკვეთებით რიცხვთა წიგნი ირიბად უკავშირდება გამოსვლას, ხოლო კანონთა მიხედვით — ლევიანთა წიგნს და გამოსვლის ხანის სამი დიდი მოქმედი პირის სადიდებელს წარმოადგენს. უპირველეს ყოვლისა, ესაა უფალი, რომელიც უდაბნოში მოგზაურობის მთავარი გმირია, რადგანაც ისრაელი არასოდეს რჩება მარტო და მიტოვებული. ღმრთის თანასწრების მიზეზით ამ ისტორიაში უფალთან ერთად მონაწილეობს კიდევ ერთი არსებითად მნიშვნელოვანი პერსონაჟი, იაჰვეს მსახური მოსე (რიცხვ. 12:8), ანუ ღმერთსა და ხალხს შორის შუამავალი, რომელსაც მგზნებარედ უყვარს ღმერთი, თუმცა, ამავე დროს, მყარი კავშირი აქვს თავის ხალხთან. წიგნის მესამე მოქმედი პირი კი ხალხია. რთული ხასიათის, მეამბოხე, შეუპოვარი ხალხი დაწვრილებითაა აღწერილი; ისაა, საბოლოოდ, ღმერთის მზრუნველობისა და სიყვარულის უმთავრესი საგანი. ამ მიზეზით ისრაელის შემდგომ თაობებს მტკიცედ სწამდათ, რომ სწორედ იმ ხალხიდან იღებს დასაბამს მათი ფესვები და იდენტურობა. ამგვარად, უდაბნო ისრაელის მთელი ისტორიული და რელიგიური თავგადასავლის ნიმუშად იქცევა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „ქრისტიანობის ლექსიკონი“ (პიერო პეტროზილო), თბილისი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2011 წელი, გვ. 434.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება