ძველი აღთქმა

არაკანონიკური ტექსტები


წიგნი ესთერისა, ესთერიძველი აღთქმისა და ბიბლიის მეჩვიდმეტე კანონიკური წიგნი. დაახლოებით ქრისტეს შობამდე 150 წელს დაიწერა, შედის ძველი აღთქმის ისტორიულ წიგნთა შორის. მასში მოთხრობილია გმირი ქალის ესთერის ცხოვრების თავგადასავალი, რომელიც მეფე ახაშვეროშის მეუღლე გახდა და ტახტზე ასვლის შემდეგ საკუთარი თავი და თავისი ხალხი იხსნა შეთქმულებისაგან, რომელიც კარის უხუცესმა და ესთერის გამზრდელის, მორდექაის მტერმა, ჰამანმა ჩაიფიქრა. წიგნში პურიმის დღესასწაულის დაარსების ამბავია მოთხრობილი. წიგნი მიზნად ისახავს, საგანგებოდ აღნიშნოს ძლევამოსილ მტერზე ებრაული საზოგადოების გამარჯვება და გადარჩენა, რისი მიღწევაც ისრაელმა ხალხმა მარხვის, ლოცვისა და ამავე დროს, ღმერთის მიერ შთაგონებულ ადამიანთა გამჭრიახობისა და მოხერხებულობის წყალობით შეძლო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „ქრისტიანობის ლექსიკონი“ (პიერო პეტროზილო), თბილისი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2011 წელი, გვ. 434.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება