წიგნი ქება ქებათაჲ
ქება ქებათაჲ (ებრ. שִׁיר הַשִּׁירִים) — ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი.
წიგნი „ქებათა ქება“ ძვ. წ. დაახლოებით 1020 წელს ძველი ისრაელის მეფის, სოლომონის, მიერ არის დაწერილი; როგორც ჩანს, მან ეს წიგნი თავისი 40-წლიანი მეფობის დასაწყისში დაწერა. ეს სიმღერა მოგვითხრობს მწყემსი ბიჭისა და შულამელი გოგონას სასიყვარულო ამბავს. წიგნში აგრეთვე მოხსენიებულნი არიან გოგონას დედა, ძმები, „იერუსალიმის ასულნი“ [მეფის მომსახურე ქალები] და „სიონის ასულნი“ [იერუსალიმელი ქალები]. ერთი შეხედვით, მკითხველისთვის რთულია იმის დადგენა, ვინ როდის ლაპარაკობს, მაგრამ ამის გაგება შესაძლებელია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რასაც ისინი ამბობენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- „ქრისტიანობის ლექსიკონი“ (პიერო პეტროზილო), თბილისი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2011 წელი.