წვეროსანასებრნი
წვეროსანასებრნი[1] (ლათ. Capitonidae) — ფრინველთა ოჯახი კოდალასნაირთა რიგისა. მოიცავს 2 (ან 3) გვარის 15 (ან 16) სახეობას. გავრცელებულნი არიან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. გააჩნიათ მოკლე კისერი, დიდი თავი და მასიური ნისკარტი. უმეტესი მათგანი შეფერილია კაშკაშა ფერით და ბინადრობს ტროპიკულ ტყეებში. ბუდეს აკეთებენ ხეებზე, რომელშიც დებენ 2–4 კვერცხს. მიგრაცია არ ახასიათებთ. ახლოს ენათესავებიან ტუკანებს.
წვეროსანასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მამრი წითელთავა წვეროსანა (Eubucco bourcierii) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Capitonidae (Bonaparte, 1838) | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- Short, Lester L. (1991). Forshaw, Joseph, ed. Encyclopaedia of Animals: Birds. London: Merehurst Press. pp. 153–154. ISBN 1-85391-186-0.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Barbet videos დაარქივებული 2010-03-29 საიტზე Wayback Machine. on the Internet Bird Collection
- Barbet sounds on xeno-canto.org
- Don Roberson's Bird Families of the World
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კუტუბიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 568.