წეროტურფა (ლათ. Anthropoides virgo) — დიდტანიანი ფრინველი წეროსნაირთა რიგისა. გავრცელებულია სპორადულ ევროპაში, აზიასა და სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში; ზამთრობს აფრიკაში, ინდოეთსა და ბირმაში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას. ბინადრობს ველ-მინდვრებზე, ნახევრად უდაბნოებში. იკვებება მცენარეული (კენკრა, თესლები) და ცხოველური (მოლუსკები, მწერები, ამფიბიები, ქვეწარმავლები) საკვებით.

წეროტურფა
Demoiselle Cranes at Tal Chappar.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  წეროსნაირნი
სახეობა:  წეროტურფა
ლათინური სახელი
Anthropoides virgo
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22692081

ლიტერატურარედაქტირება