წერო

ფრინველთა გვარი
(გადამისამართდა გვერდიდან წეროები)

წერო (ლათ. Grus) — ფრინველების გვარი წეროსნაირთა რიგისა. მოცავს ათ სახეობას, რომლებიც მსოფლიოს ყველა კონტინენტზე გვხვდებიან ანტარქტიდის გარდა.

წერო

რუხი წერო
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  წეროსნაირნი
ოჯახი:  წეროსებრნი
გვარი:  წერო
ლათინური სახელი
Grus (Brisson, 1760)

წეროები დიდი ზომის ფრინველები არიან, სხეულის სიგრძეა 90–155 სმ, ფრთის შლილი 150–240 სმ. მასა 2000–11000 გრამი. წეროს გრძელი კისერი და ფეხები აქვს და ყარყატთან და ყანჩასთან შედარებით მოკლე ნისკარტი. შეფერილია შავ, რუხ ან თეთრ ტონებში, ზოგ სახეობას აქვს წითელი შტრიხებიც თავის ზედა ნაწილში. ბინადრობენ ძირითადად ნოტიო ადგილებში, წყალსატევებისპირა ლერწმებში, ჭაობებში, ასევე ველებზე, მდინარების ხეობებსა და ტყეებში. ყარყატებისგან განსხვავებით ბუდეს ხეებზე არ იკეთებენ.

საქართველოში გავრცელებულია წეროტურფა (ლათ. Grus virgo) და რუხი წერო (ლათ. Grus nigra), რომლის პოპულაციაც მეტად მცირდება, შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.


სახეობა რედაქტირება

სურათი სამეცნიერო დასახელება სახელი გავრცელება
  Grus carunculata  
  Grus paradisea ლურჯი წერო  
  Grus virgo წეროტურფა  
  Grus japonensis მანჯურიული წერო  
  Grus americana ამერიკული წერო  
  Grus grus რუხი წერო  
  Grus monacha შავი წერო  
  Grus nigricollis შავკისრიანი წერო  

ლიტერატურა რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=წერო&oldid=4055709“-დან