ქარიყლაპიასებრნი

(გადამისამართდა გვერდიდან წერისებრნი)

ქარიყლაპიასებრნი, წერისებრნი (ლათ. Esocidae) — თევზების ოჯახი ქარიყლაპიასნაირთა რიგისა. აქვთ წვრილი ქერცლით დაფარული წაგრძელებული სხეული და თავი. მათი სიგრძე 1,5 -მდეა, მასა — 35 კგ-ს აღწევს. კბილები აქვთ ყბათაშორისზე, სახნისზე, სასის ძვალზე, ქვედა ყბასა და ენაზე. ოჯახში სამი (ადრე ერთი) გვარია:[1] 1. ქარიყლაპია (Esox), 5 თანამედროვე სახეობა: წერი, ამურის ქარიყლაპია (E. reicherti) გავრცელებულია ამურის აუზში და სახალინზე, მასკინონგი (E. masquinongy), ზოლიანი ქარიყლაპია (E. niger) და ფრთაწითელა ქარიყლაპია (E. americanus); 2. ნოვუმბრა (Novumbra), 1 სახეობა: ნოვუმბრა (N. hubbsi); 3. დალია (Dallia), 3 სახეობა: დალია (D. pectoralis), ამგუემური დალია (D. admirabilis) და პილხიკაის დალია (D. delicatissima).

ქარიყლაპიასებრნი

ფრთაწითელა ქარიყლაპია (Esox americanus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Esocidae (Cuvier, 1816)

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Nelson J. S., Grande T. C., Wilson M. V. H. Fishes of the World. — 5th ed. — Hoboken: John Wiley & Sons, 2016. — P. 251. — 752 p. — ISBN 978-1-118-34233-6. — DOI:10.1002/9781119174844.