ქარიყლაპია (გვარი)
ქარიყლაპია, წერი (ლათ. Esox) — თევზების გვარი ქარიყლაპიასებრთა ოჯახისა. გავრცელებულია მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილში. ბინადრობენ მცენარეულობით მდიდარ მტკნარ ან ოდნავ მომლაშო წყალში. მტაცებელი თევზებია. იკვებებიან როგორც სხვა თევზებით, ისე თავიანთი მოზარდებით, ბაყაყებით, პატარ-პატარა მღრღნელებით და წყალში მცურავი ფრინველებით. სქესობრივად მწიფდებიან 3–4 წლისა. ტოფობენ ადრე გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში. დებენ დაახლოებით 17,5–215 ათას ქვირითს. ინტენსიური რეწვის ობიექტია, განსაკუთრებით ბელარუსში.
ქარიყლაპია | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ამურის ქარიყლაპია (Esox reicherti) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Esox (Linnaeus, 1758) | |||||||||||||
|
სახეობები
რედაქტირება- წერი (E. lucius)
- ამურის ქარიყლაპია (E. reicherti)
- მასკინონგი (E. masquinongy)
- ზოლიანი ქარიყლაპია (E. niger)
- ფრთაწითელა ქარიყლაპია (E. americanus)
ლიტერატურა
რედაქტირება- შარვაშიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 490.