წაღვლის წმინდა გიორგის ეკლესია

წაღვლის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლში. წმ. გიორგის ეკლესია დგას სოფლის დასავლეთით 0,5 კ-ზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (9,15 X 6,15 ), ნაგებია ქვიშაქვით და ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, ხოლო სამხრეთ კედელში - ორი. ეკლესიაზე ჩრდილოეთიდან მიშენებული იყო აფსიდის მაგვარი ეგვტერი, რომლის მხოლოდ საძირკველია შემორჩენილი. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში დატანებულია სვეტი, რომელზეც თაღები გადადიოდა; ეს თაღები ეკლესიის დარბაზს ჩრდილოეთ სათავსისაგან გამოყოფდა. მოგვიანებით ჩრდილოეთით თაღების ღიადები ამოუშენებიათ.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 12210