წამებულის მონასტერი
წამებულის მონასტერი — შუა საუკუნეების კლდეში ნაკვეთი მცირე ზომის ეკლესია დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში. მდებარეობს მთის თხემის ოდნავ შემაღლებულ მასივში უდაბნოს მონასტრის დასავლეთით დაახლ. 300 მეტრზე. მის სამხრეთით, კარის წინ კახეთის მეფე არჩილის (1664-1675 წწ.) თაოსნობით აგურის კარიბჭე მიუშენებიათ. გეგმით კვადრატული მცირე ზომის დაბალი, ბრტყელჭერიანი ეკლესიის აღმოსავლეთი კედელი უაფსიდოა. მოგვიანებით შუაში ცუდად დამუშავებული ქვით ნაგები ტრაპეზი გაუმართავთ. ჩრდილოეთ კედელს მთელ სიგრძეზე გასდევს დაახლოებით 130-140 სმ სიმაღლის კედელი, რომელიც სარკოფაგის შთაბეჭდილებას ტოვებს — მასში წამებულ ბერთა ძვლები აწყვია. ეკლესიის ჭერსა და კედლებს ამკობს მოხატულობა, რომლის ძირითადი ფენა XI საუკუნის მხატვრულ ძეგლებს უახლოვდება.
2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 233-235.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 289.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-21. ციტირების თარიღი: 2020-02-22.