წალენჯიხის მიწერილი სანადირო მეურნეობა
წალენჯიხის მიწერილი სანადირო მეურნეობა — მიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ წალენჯიხის რაიონში. რაიონის მონადირეთა საზოგადოებას მიწერილი ჰქონდა 46 000 ჰექტარი სანადირო სავარგული. მისი საზღვრები იყო: აღმოსავლეთით — ჩხოროწყუს რაიონი, დასავლეთით — აფხაზეთის ასსრ, ჩრდილოეთით — მესტიის რაიონი, სამხრეთით — ზუგდიდისა და ჩხოროწყუს რაიონები.
მეურნეობა ძირითადად მთაგორიანი და დაფარული იყო ტყეებით. ტყეები წარმოდგენილი იყო უმთავრესად ფოთლოვანი ჯიშებით (რცხილა, წიფელი და სხვ.). ვაკე ადგილები ათვისებული იყო სოფლის მეურნეობის კულტურებისათვის. რაიონის მონადირეთა საზოგადოება გარკვეულ მუშაობას ატარებდა სანადირო მეურნეობის განვითაოებისათვის, ამ მიზნით აქ ჩამოაყალიბეს სანადირო მეურნეობა „წყავაში“. საერთოდ, რაიონის ბუნებრივი პირობები, საკვები და თავშესაფარი საუკეთესო შესაძლებლობა ქმნიდა, რომ აქ მოონადირეთა სპორტული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად საკმარისად მომრავლებულიყო ჯიხვი, არჩვი, შველი, ახლად შეყვანილი გარეული ღორი, მაჩვი, კვერნა, დათვი, მგელი, ტურა, მელა, გარეული კატა, კაკაბი და სხვ. ნადირ-ფრინველი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვ. ბურჯანაძე, მონადირის ცნობარი, გვ. 196–197, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1969.