ძველი ეგვიპტის არქიტექტურა
ძველი ეგვიპტის არქიტექტურა — არქიტექტურული სტილი, რომელიც გავრცელებული იყო ძველ ეგვიპტეში.
აღწერა და ცნობილი ნაგებობები
რედაქტირებაეგვიპტელები განთქმულნი იყვნენ არქიტექტურით მთელს იმდროინდელ მსოფლიოში. მათი ნაგებობები გეომეტრიული სიზუსტით იყო აშენებული, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ძველი ეგვიპტელები კარგად იცნობდნენ როგორც არქიტექტურას, ასევე მათემატიკას. ეგვიპტელთა მიერ აშენებული ნაგებობების აგება ძნელად მისაღწევია დღევანდელი ტექნოლოგიებითაც კი. ეგვიპტელებს ჰქონდათ ქვის სამტეხლოები, სადაც მზადდებოდა სკულპტურული ნაკეთობები. ზოგჯერ მთლიანად კლდეში აქანდაკებდნენ ფარაონებისა და ღმერთების გამოსახულებებს. ამის კარგი მაგალითია დიდი სფინქსი, რომლის სიმაღლე 20 მეტრია, ხოლო სიგრძე 60 მეტრს აღემატება.
ეგვიპტელები ხშირად აშენებდნენ ქვის მაღალ სვეტებს — ობელისკებს. ობელისკების სიმაღლე ზოგჯერ 20 მეტრამდეც აღწევდა. ეგვიპტური არქირექტურის ნიმუშია პირამიდები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Arnold, Dieter. The encyclopedia of ancient Egyptian architecture. Cairo: American University in Cairo Press, 2003.