ძაბრასოკო
ძაბრასოკო (ლათ. Craterellus cornucopioides) — ქუდიანი სოკო. აქვს ძაფრისებრი ნაყოფ-სხეული, რომელიც ძირისკენ თანდათან წვრილდება და მთლიანად ფუყეა, გარედან კი გლუვი ან ოდნავ ნაოჭიანია, მონაცისფრო-მოლურჯო, შიგნით მურა-ნაცრისფერი, თითქმის შავი. სხეულის სიგრძე 5-10 სმ, დიამეტრი 3-5 სმ. ფეხები ძალზე მოკლე აქვს (სისქე 0,8 სმ).[1] იზრდება შერეულ ან ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. გვხვდება ვარდნილი მუხისა და წიფლის ფოთლებზე,[2] თიხოვან და კირქვის ნიადაგზე. ჩვეულებრივ ერთმანეთზე მჭიდროდ გადაბმული ჯგუფებით გვხვდება. უპირატესობას ანიჭებს ღია, ნათელ ადგილებს. ძაბრასოკო გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზომიერი სარტყლიდან ტროპიკებამდე. გავრცელების არეალია: ევროპა, აზია და ჩრდილოეთი ამერიკა.[3] საჭმელად იხმარება ახალი, მოხრაკული (არცთუ ისე მაღალი ღირსების საჭმელი სოკოა).
ძაბრასოკო | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||
| |||||||||
ლათინური სახელი | |||||||||
Craterellus cornucopioides (L.) Pers., 1825 | |||||||||
|
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Mushroom-collecting.com: Craterellus cornucopioides
- MykoWeb California Fungi: Craterellus cornucopioides დაარქივებული 2009-10-03 საიტზე Wayback Machine.
- Craterellus cornucopioides Healing-Mushrooms.net, March 2008.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 261.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ძაბრასოკო/Craterellus cornucopioides. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-26.
- ↑ Edible Wild Mushrooms of North America: A Field-to-Kitchen Guide. Craterellus cornucopioides.
- ↑ Pilz D, Norvell L, Danell E, Molina R. (2002). Ecology and management of commercially harvested chanterelle mushrooms. United States Department of Agriculture. 90 pp.