ცხვარიო
ცხვარიო, მეჭეჭებიანი ქამა (ლათ. Agaricus augustus) — ბაზიდიუმიანი სოკო ქამასოკოს გვარისა.
ცხვარიო | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Agaricus augustus Fr., 1838 | |||||||||||||
|
სამეცნიერო სინონიმები:
- Psalliota augusta (Fr.) Quél.
- Agaricus augustus var. perrarus (Schulzer) Bon & Cappelli[1]
- Psalliota augusta (Fr.) Quél., 1872
- Pratella augusta (Fr.) Gillet, 1878
- Fungus augustus (Fr.) Kuntze, 1898
- Agaricus peronatus Massee, 1892
- Agaricus perrarus Schulzer, 1880
და სხვა.
აღწერარედაქტირება
ქუდის დიამეტრი 5–20 სმ-მდე აღწევს. მოთეთრო, ბრტყლად ამობურცული, მკვრივი, ხორცოვანი. ზედაპირი დაფარულია ღრმადდახეთქილი და საკმაოდ დიდი ქერცლებით. ფირფიტები ვიწროა, თავიდან თეთრი ან მოთეთრო, მოგვიანებით — მურა-მოყავისფრო.
ფეხი მოთეთრო, 3–4 სმ-მდე სიგრძისა და 1–3 სმ-მდე სისქისაა, საკმაოდ ფართო, სქელი და მკვრივი. აქვს საკმაოდ სქელი საყელო.
რბილობი მოთეთრო, შეხებისას ან გადატეხვისას ჰაერზე მოყვითალო შეფერილობას იღებს.
სპორები — განიერ-ელიფსური, მურა-მეწამული, 8–12×5–8 მკმ.[2]
კარგ საჭმელ სოკოდ ითვლება. განოიყენება ახალი.[3]
გავრცელებარედაქტირება
ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში
იზრდება ნიადაგზე, სუბალპურ ტყის პირებში, სუბალპურ მდელოზე, ზაფხულ-შემოდგომით.
ლიტერატურარედაქტირება
- ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, გვ. 164, გამომც. „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, თბ., 2006. ISBN 99940-856-1-1.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- Agaricus augustus — Fungi.Biodiversity-Georgia.net
სქოლიორედაქტირება
- ↑ Agaricus augustus taxon record details at Index Fungorum. Index Fungorum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-10. ციტირების თარიღი: 2010-01-14.
- ↑ ცხვარიო. საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგია. ციტირების თარიღი: 4 ნოემბერი, 2020.
- ↑ ნახუცრიშვილი, 2006, გვ. 164