ცხელება
ცხელება — აგრეთვე ცნობილი, როგორც პირექსია, ორგანიზმში გამოვლინდება ტემპერატურის ზრდით.[1][2][3] ადამიანის საშუალო ტემპერატურა 37.2°C-38.3°C-ის ფარგლებში მერყეობს[4]. დასაშვები ტემპერატურის ზრდა აღიზიანებს, კუმშავს კუნთებს და აღძრავს სიცივის შეგრძნებას, რის ხარჯზეც ორგანიზმი გამოყოფს მეტ სითბოს, ტემპერატურის შესანარჩუნებლად. როდესაც სხეულის ტემპერატურა ნორმას დაუბრუნდება, ადამიანს სცხელა, წითლდება, შესაძლოა დაეწყოს ოფლიანობაც. იშვიათად, უფრო მეტად ბავშვებში[5], სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს ფებრილური გულყრა. ცხელებისას როგორც წესი სიცხე არ სცდება 41-42 °C.
ცხელება, არ არის უბრალო გადახურება, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმის მიერ ზედმეტად გამოყოფილი, ან არასაკმარისად დახარჯული სითბოს რაოდენობით. მას იწვევს ვირუსული, ბაქტერიული და პარაზიტული ინფექციები - როგორიცაა გრიპი, გაციება, მენინგიტი, აპენდიციტი, კოვიდ 19, მალარია[6][7] არაინფექციური დაავადებები - ვასკულიტი, ღრმა ვენების თრომბოზი, შემაერთებელი ქსოვილის დაავადება, წამლების გვერდით მოვლენები, ან ვაქცინაცია და სიმსივნე[6][8].
ზოგადად სიცხის დასაწევად მკურნალობაზე მეტად, უმჯობესია დასვენება, სასურველია, სიცხის დამწევი წამლის მიღება. ახალშობილები, სერიოზული დაავადებების, ან ცხელებასთან ერთად სხვა სიმპტომების მქონე ზრდასრულები, კი ცხელებისას საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას. სხეულის გადახურებას მკურნალობა არ სჭირდება.
ცხელება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამედიცინო ნიშანია. ექიმთან ვიზიტისას, მოზარდთა 30%, ხოლო დაავადებულ ზრდასრულთა 75%-ს აქვთ ცხელება, რაც დაავადებასთან საბრძოლველად ერთგვარი დამცავი მექანიზმია, თუმცა სიცხის განზრახ დაწევა არ აუარესებს მდგომარეობას[9][10]. ცხელება ზრდასრულებსა და ექიმებს ხშიად საჭიროზე მეტად აღელვებთ, ეს მოვლენა კი ცხელების შიშითაა ცნობილი.
დამახასიათებელი სიმპტომები
რედაქტირებაცხელებას თან სდევს დეპრესია, მადის დაკარგვა, დაღლილობა, მგრძნობელობა და კონცენტრაციის დაკარგვა. ცხელების დროს ძილი იწვევს ინტენსიურ კოშმარს[11]. სწრაფად რეაგირებისას რთულია ისინი განსხვავდეს ერთმანეთისგან, თუმცა გამომწვევი მიზეზები ხშირად გვეხმარება მათ გამიჯვნაში.
დიაგნოზი
რედაქტირებაზოგადად ითვლება, რომ ადამიანს სიცხე აქვს, თუ, გაზრდილია მისი საშუალო ტემპერატურა და:
- ტემპერატურა ანუსში არის 37.5-38.3 °C, ან აჭარბებს მას.
- ტემპერატურა პირის ღრუში დღისით არის 37.2 °C, ან აჭარბებს. ღამით არის 37.7°C ან აჭარბებს მას[12].
- ტემპერატურა იღიაში, შიდა ტემპერატურასთან შედარებით, 0.6 °C-ით ნაკლებია.
ჯანმრთელ ზრდასრულებში, პირის ღრუს ტემპერატურის ნორმალური დიაპაზონი მამაკაცებში 35.7-37.7°C, ხოლო ქალებში 33.2-38.1 °C-ის ფარგლებში მერყეობს. ანუსის მიხედვით, მამაკაცთა ტემპერატურა 36.7-37.5 °C, ხოლო ქალთა ტემპერატურა 36.8-37.1 °C.
სხეულის ნორმალური ტემპერატურა დამოკიდებულია სხავდასხვა ფაქტორზე: ასაკი, სქესი, დრო, გარე ტემპერატურა, აქტიურობის დონე და სხვა. ტემპერატურის დღიური ცვლილების ნორმა 0.5°C-ა. გაზრდილი ტემპერატურა ყოველთვის ცხელებასთან არ ასოცირდება. მაგალითად, ჯანმრთელ ადამიანებში ტემპერატურა ვარჯიშისას იზრდება, ეს ცხელებასთან არ ასოცირდება, რადგან ვარჯიშის შეწყვეტის შემდეგ ტემპერატურა საწყის ნორმას უბრუნდება. მეორეს მხრივ, დასაშვები ტემპერატურაც, კი შეიძლება სიცხის მაუწყებელი იყოს, თუ ის კონკრეტული ადამიანისთვის უჩვეულოდ მაღალია. 37.3 °C შეიძლება წარმოადგენდეს კლინიკურად დამახასიათებელ ცხელებას.
ჰიპერთერმია
რედაქტირებაჰიპერთერმია სხეულის ტემპერატურის ზრდაა, რომელიც გამოწვეულია სითბოს ჭარბად გამოყოფით, ან არასაკმარისად დაკარგვით. ჰიპერთერმია არ ასოცირდება ცხელებასთან. აუცილებელია განვასხვავოთ ცხელება და ჰიპერთერმია, რადგან ჰიპერთერმიას სიცხის დამწევი მედიკამენტები ვერ უმკლავდება და ის შეიძლება სწრაფად გახდეს სიკვდილის მიზეზი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Kluger, Matthew J. (2015). Fever: Its Biology, Evolution, and Function. Princeton University Press, გვ. 57. ISBN 978-1400869831.
- ↑ (2012) „Fever in adults“, An introduction to clinical emergency medicine, 2nd, Cambridge: Cambridge University Press, გვ. 375. ISBN 978-0521747769.
- ↑ Dinarello CA, Porat R (2018). „Chapter 15: Fever“, Harrison's Principles of Internal Medicine, 20th, New York, NY: McGraw-Hill. ISBN 9781259644030.
- ↑ (2014) Pathophysiology: The Biologic Basis for Disease in Adults and Children, 7th, Elsevier Health Sciences, გვ. 498. ISBN 978-0323293754.
- ↑ CDC Staff. (31 March 2020) Taking Care of Someone Who is Sick: Caring for Someone Sick at Home. ციტირების თარიღი: 8 May 2015
- ↑ 6.0 6.1 (2012) An introduction to clinical emergency medicine, 2nd, Cambridge: Cambridge University Press, გვ. 5. ISBN 978-0521747769.
- ↑ Rodriguez-Morales AJ, Cardona-Ospina JA, Gutiérrez-Ocampo E, Villamizar-Peña R, Holguin-Rivera Y, Escalera-Antezana JP, Alvarado-Arnez LE, Bonilla-Aldana DK, Franco-Paredes C (13 March 2020). „Clinical, laboratory and imaging features of COVID-19: A systematic review and meta-analysis“. Travel Medicine and Infectious Disease. 34: 101623. doi:10.1016/j.tmaid.2020.101623. PMC 7102608. PMID 32179124.
- ↑ Dayal R, Agarwal D (January 2016). „Fever in Children and Fever of Unknown Origin“. Indian Journal of Pediatrics. 83 (1): 38–43. doi:10.1007/s12098-015-1724-4. PMID 25724501. S2CID 34481402.
- ↑ Schaffner A (March 2006). „Fieber – nützliches oder schädliches, zu behandelndes Symptom?“ [Fever–useful or noxious symptom that should be treated?]. Therapeutische Umschau (გერმანული). 63 (3): 185–88. doi:10.1024/0040-5930.63.3.185. PMID 16613288. Abstract alone is in German and in English.
- ↑ Niven DJ, Stelfox HT, Laupland KB (June 2013). „Antipyretic therapy in febrile critically ill adults: A systematic review and meta-analysis“. Journal of Critical Care. 28 (3): 303–10. doi:10.1016/j.jcrc.2012.09.009. PMID 23159136.
- ↑ Kelley KW, Bluthé RM, Dantzer R, Zhou JH, Shen WH, Johnson RW, Broussard SR (February 2003). „Cytokine-induced sickness behavior“. Brain, Behavior, and Immunity. 17 Suppl 1 (1): S112–18. doi:10.1016/S0889-1591(02)00077-6. PMID 12615196. S2CID 25400611.
- ↑ Barone JE (August 2009). „Fever: Fact and fiction“. The Journal of Trauma. 67 (2): 406–09. doi:10.1097/TA.0b013e3181a5f335. PMID 19667898.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება- (1996) „Chapter 27: Regulation of Body Temperature (Clinical Focus: Pathogenesis of Fever)“, Human Physiology, 3rd, Philadelphia, PA: Saunders College. ISBN 9780030051593.