ცრუცხვირგრძელასებრნი

ცრუცხვირგრძელასებრნი (ლათ. Anthribidae) — ხოჭოების ოჯახი, ენათესავებიან ცხვირგრძელასებრებს. აქვთ ლილვაკისებრი, 1,7-40 მმ-მდე სიგრძის სხეული. ოჯახში 2200-მდე სახეობაა, უმთავრესად, ტროპიკებში გავრცელებული. უმრავლესობა ვითარდება მკვდარ მერქანში. ზოგი სახეობა იკვებება ცრუფარიანების კვერცხებით, რითაც სარგებლობა მოაქვს. კაკაოს ცხვირგრძელა (araeocerus fasciculatus) აზიანებს ტროპიკული მცენარეების (განსაკუთრებით კაკაოს) თესლებს.

ცრუცხვირგრძელასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Anthribidae

ლიტერატურა

რედაქტირება