ცნობილი ალმასების სია
- „ბაუმგოლდი“ (609,25 კარატი) — დასავლეთი აფრიკა. 1974 წელი. დამზადდა 14 ბრილიანტი, უდიდესი — 50 კარატი.
- „გასტინგსი“ (101,2 კარატი) — ინდოეთი. XVI საუკუნე.
- „გოიასი“ (600 კარატი) — ბრაზილია. 1906 წელი. დამზადდა რამდენიმე ბრილიანტი, უდიდესი — 80 კარატი.
- „დარსუ ვარგასი“ (460 კარატი) — ბრაზილია. 1939 წელი.
- „დე ბირსი“ (428,5 კარატი) — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. 1888 წელი. დამზადებული ბრილიანტების საერთო წონა — 234,5 კარატი.
- „დიდი მოგოლი“ (787 კარატი) — ინდოეთი. XVII საუკუნე. დამზადებული ბრილიანტების საერთო წონა 279 კარატი.
- „ექსცელსიორი“ (971,5 კარატი) — მოპოვებულ იქნა სამხრეთ აფრიკაში, 1893 წელს. დამზადდა 21 ბრილიანტი, უდიდესი — 69,8 კარატი.
- „ვენტერი“ (511,25 კარატი) — დასავლეთი აფრიკა. 1951 წელი. დამზადდა 32 ბრილიანტი.
- „ვიქტორია“ (469 კარატი) — სამხრეთ აფრიკა. 1884 წელი. დამზადებული ბრილიანტების საერთო წონა — 184,5 კარატი.
- „თეთრი ტავერნა“ (250 კარატი) — ინდოეთი. XVI საუკუნე.
- „კარტიე“ (130 კარატი) — აფრიკა. 1974 წელი. დამზადებული ბრილიანტების საერთო წონა — 107 კარატი.
- „კიმბერლი“ (503 კარატი) — სამხრეთ აფრიკა. 1900 წელი.
- „კოჰ-ი-ნორი“ იგივე „მთის შუქი“ (186 კარატი) — ინდოეთი. ძვ. წ. 56 წელი. XIV საუკუნიდან ალმასმა უამრავი პატრონი გამოიცვალა და ბოლოს ინგლისში მოხვდა (იგი არ იყიდება). დაწახნაგების შემდეგ — 106 კარატი.
- „კულინანი“ (3106 კარატი. ზომები იყო 100X65X50 მმ) — მოპოვებულ იქნა სამხრეთ აფრიკაში, 1905 წელს და იგი ინგლისის მეფეს — ედუარდ VII-ს აჩუქეს. მისგან დამზადდა 105 ბრილიანტი. უდიდესს უწოდეს — „აფრიკის დიდი ვარსკვლავი“ (530,2 კარატი). ყველა ბრილიანტმა ერთად 1036,65 კარატი შეადგინა.
- „ლესოტო ბრაუნი“ (601,25) — ლესოთო. 1967 წელი. დამზადდა 18 ბრილიანტი, უდიდესი — 71,73 კარატი.
- „მალტანის რაჯა“ (367 კარატი) — ბორნეო. 1787 წელი. ერთ-ერთი ყველაზე განუმეორებელი შეფერილობის.
- „მდინარე უოიე, იგივე გამარჯვების ალმასი“ (770 კარატი). დასავლეთ აფრიკა. 1945 წელი. დამზადდა 30 ბრილიანტი — უდიდესი 31,35 კარატი.
- „ორლოვი“, ძველი სახელწოდება „დერიანური“ (189,62 კარატი) — ინდოეთი. XVI—XVII საუკუნე. მომწვანო-მოცისფრო შეფერილობის. იგი გრაფმა ორლოვმა ამსტერდამში იყიდა და ეკატერინე II-ს მიუძღვნა.
- „პირველი ვარდი“ (353,9 კარატი) — სამხრეთ აფრიკა. 1978 წელი.
- „პრეზიდენტი ვარგასი“ (726,6 კარატი) — ბრაზილია. 1938 წელი. დამზადდა 29 ბრილიანტი, უდიდესი — 48,26 კარატი.
- „საიუბილეო“ (650,8 კარატი) — დასავლეთ აფრიკა. 1895 წელი. დამზადდა 2 ბრილიანტი, უდიდესი — 245,3 კარატი.
- „სამყაროს მანათობელი“ (434 კარატი) — სიერა-ლეონე. 1969 წელი.
- „სამხრეთის ციალი“ (201,88 კარატი). ბრაზილია. 1853 წელი. ცისფერი შეფერილობის.
- „სიერა ლეონეს ვარსკვლავი“ (968,9 კარატი) — დასავლეთ აფრიკა. 1972 წელი. დამზადდა 17 ბრილიანტი, უდიდესი — 153,96 კარატი.
- „სტიუარტი“ (296 კარატი) — სამხრეთ აფრიკა. 1972 წელი. დამზადებული ბრილიანტების საერთო წონა — 123 კარატი.
- „ტიფანი“, იგივე „აფრიკული ვარსკვლავი“ (287,42 კარატი) — სამხრეთ აფრიკა. 1878 წელი. დამზადებული ბრილიანტების საერთო წონა — 128,51 კარატი.
- „უინსტონი“ (154,5 კარატი) — სამხრეთ აფრიკა. 1952 წელი. დამზადებული ბრილიანტების საერთო წონა — 62,05 კარატი.
- „უსახელო“ (616 კარატი) — დასავლეთ აფრიკა. 1974 წელი. უწახნაგო.
- „ფლორენციელი“, იგივე „ტოსკანის დიდი ჰერცოგი“, იგივე „ავსტრიის ალმასი“ (173,3 კარატი) — ინდოეთი. XVI საუკუნე.
- „შაჰი“ (90 კარატი) — ცენტრალური ინდოეთი. 1450 წელი.
- „შაჰი აქბარი“ (116 კარატი) — ინდოეთი. 1618 წელი. დამზადებული ბრილიანტების საერთო წონა — 71,1 კარატი.
- „წითელი ჯვარი“ (375 კარატი) — სამხრეთ აფრიკა. 1948 წელი. დამზადებული ბრილიანტების საერთო წონა — 205 კარატი. იგი იყიდა ბრიტანეთის წითელმა ჯვარმა.
- „ჰოუპის ალმასი“ (45,5 კარატი) — ინდოეთი. XVI საუკუნე. ერთ-ერთი ყველაზე „დაწყევლილი ბრილიანტი“, რომლის თითქმის ყველა პატრონი მოკლეს ან გაღატაკდა (მათ შორის, პრინცესა ლამბალა, დედოფალი მარია ანტუანეტა, ინგლისელი ჰოუპი, რომლის სახელსაც ატარებს ეს ქვა და სხვები).