ჰოუპის ალმასი (ინგლ. Hope Diamond) — მსხვილი ალმასი წონით 45,52 კარატი ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტის ბუნების ისტორიის მუზეუმი. შესაძლოა, ახალი სამყაროს ყველაზე უფრო ცნობილი ბრილიანტი.

ჰოუპის ალმასი
ვაშინგტონის სმითსონის მუზეუმი, სადაც ინახება ბრილიანტი

მისი ისტორია საიდუმლოებით არის მოცული. ითვლება, რომ ის მიღებულია 115 კარატის წონის ტავერნიეს ცისფერი ალმასისგან, რომელიც ძვირფასეულობაზე ცნობილმა მონადირე — ჟან ბატისტ ტავერნიემ ინდოეთიდან ჩამოიტანა ვერსალის სასახლეში. ის მან შეიძინა, დაახლოებით, ჰოლკონდის სასულთნოს სიახლოვეს. ითვლება, რომ ერთ დროს, ის ამკობდა ქალღმერთ ზიტას სტატუას.

მას შემდეგ, რაც ტავერნიემ მიჰყიდა თავისი ალმასი სამეფო იუველირს, მისგან დაამზადეს, რამდენიმე მცირე ზომის თვალი. ერთ-ერთი მათგანი ამკობდა რუსეთის იმპერატრიცა მარია ფეოდოროვნას. მეორეს წონა შეადგენდა 69 კარატს და აღწერებში ფიგურირებდა, როგორც სამეფო გვირგვინის "ცისფერი ალმასი". გადმოცემის თანახმად, ლუდოვიკო XIV ატარებდა მას ოქროს ყელსაბამით, ხოლო ლუდოვიკო XV-ის დროს ის ამკობდა ოქროს საწმისის სამეფო ორდენს

1787 წელს ბუნებისმცოდნე მატიურენ ჟაკ ბრისონმა გამოითხოვა მეფისგან ქვა სამეცნიერო ცდებისთვის. როცა 1792 წლის რევოლუციის დროს სამეფო ოჯახი აღმოჩნდა შინაპატიმრობაში, სასხლეში შეპარულმა ქურდებმა გაიტაცეს ყველა ძვირფასეულობა, მათ შორის, "ცისფერი ალმასი".

თუმცა ამის შემდეგ წყაროების მიხედვით ალმასის ისტორია წყდება, მაგრამ არსებობს მრავალი ჰიპოთეზა. ერთ-ერთის მიხედვით, ქურდობა მოაწყო დანტონმა რევოლუციის მტრების მოსასყიდად., მეორე ვერსიის თანახმად, ქვა მოხვდა უფლისწული-რეგენტის ხელში, რომელმაც ის გამოიყენა თავისი რჩეულის ვალების დასაფარად.

ალმასი ჰოუპი

რედაქტირება

სახელწოდება ალმასს მიღებული აქვს თავისი პირველი ცნობილი მფლობელის — ბრიტანელი არისტოკრატის ჰენრი ფილიპ ჰოუპისგან, რომლის შესახებ გვაუწყებს 1837 წლის დოკუმენტი. როგორც იშვიათი სიწმინდის, წონის და დამუშავების ნიმუში წარმოდგენილი იყო 1851 და 1855 წლებში მსოფლიო გამოფენებზე. მაშინვე დაიბადა ეჭვი, რომ ჰოუპი დამზადებული იყო ფრანგული გვირგვინის ცისფერი ალმასისგან. თანამედროვე ეპოქაში ამ ვერსიამ მიიღო სამეცნიერო მტკიცებულების სახე.

მე-XIX საუკუნეში ჰოუპის ალმასი მემკვიდრეობით გადავიდა ლინკოლნის გრაფების საგვარეულოში. მისი უკანასკნელი ბრიტანელი მფლობელი ლორდი პელჰამ-კლინტონ-ჰოული გაკოტრდა, რის გამოც, იძულებული გახდა, კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად მიეყიდა ალმასი ლონდონელი იუველირისთვის. რამდენიმე ხელის გამოცვლის შემდეგ, 1910 წელს ქვა შეიძინა იუველირმა პიერ კარტიემ ასტრონომიულ ფასად — 500 ათას ფრანკად. მან გაავრცელა ჭორები, თითქოს ქვა ასოცირებული იყო წყევლასთან.

კარტიეს შემდეგ ალმასის მფლობელი გახდა ეველინ უოლშ მაკლინი — გაზეთ ვაშინგტონ პოსტის მფლობელის ქალიშვილი, რომლის გარდაცვალების შემდეგ ქვა აღმოჩნდა იუველირ ჰარი უინსტონის ხელში, როგორც ეველინის ვალების დასაფარი ხარჯი. იუვერილმა სახელი გაითქვა ალმასის საღამოების მოწყობით ამერიკასა და მის ფარგლებს გარეთ. მშვენიერი შოუებით ნახევარმა ამერიკამ შეიტყო ალმასის საიდუმლო. საბოლოოდ, 1958 წლის ნოემბერში, უინსტონმა საფოსტო გზავნილით გაუგზავნა ალმასი ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტს საჩუქრის სახით. მას შემდეგ, ჰოუპის ალმასი წარმოადგენს სმითსონის ინსტიტუტის ექსპოზიციის იშვიათობას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Marian Fowler, Hope: Adventures of a Diamond, Ballantine (March, 2002), hardcover, ISBN 0-345-44486-8.
  • Janet Hubbard-Brown, The Curse of the Hope Diamond (History Mystery), Harpercollins Children's Books (October, 1991), trade paperback, ISBN 0-380-76222-6.
  • Richard Kurin, Hope Diamond: The Legendary History of a Cursed Gem, New York: HarperCollins Publishers & Smithsonian Press, 2006. hardcover, ISBN 0-06-087351-5.
  • Susanne Steinem Patch, Blue Mystery : The Story of the Hope Diamond, Random House (April, 1999), trade paperback, ISBN 0-8109-2797-7; hardcover ISBN 0-517-63610-7.
  • Edwin Streeter, The Great Diamonds of the World, George Bell & Sons, (Jan, 1898), hardcover, no ISBN known.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება