ციხვარგა
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში და ჩრდილოეთ ოს
ციხვარგა — მთა საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 4138 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. ციხვარგა მყინვარის ზედაპირიდან აზიდული ხმელეთის ნაწილია, რომლიდანაც ჩრდილოეთით მიემართება ფასტაკსეტეს მყინვარი (ურუხის აუზი), ხოლო სამხრეთით ერთი მყივარი ეშვება მდინარე ციხვარგულის ხეობაში (რიონის აუზი). მთა შემოსილია ხავსებითა და ლიქენებით.
ციხვარგა | |
---|---|
კოორდინატები: 42°48′43″ ჩ. გ. 43°38′16″ ა. გ. / 42.81194° ჩ. გ. 43.63778° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ჩრდილოეთი ოსეთი |
სიმაღლე | 4138 მ |
ქედი | რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონი |
ლიტერატურა რედაქტირება
- ნემანიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 237.