ციხესიმაგრის ნაქალაქარი
ციხესიმაგრის ნაქალაქარი (რუს. Крепостное городище) ასევე პანიარდისი (რუს. Паниардис[1]) — არქეოლოგიური ობიექტი, რომელიც მდებარეობდა თანამედროვე ქალაქ აზოვის ცენტრში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ნაალაქარი განეკუთვება მეოტიურ კულტურას, რომელიც გავრცელებული იყო მდინარე დონის დელტაში ახ. წ. I-III საუკუნეებში[2].
ციხესიმაგრის ნაქალაქარი Крепостное городище | |
---|---|
მდებარეობა | აზოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
მდგომარეობა | დიდი ნაწილი განადგურებულია |
ისტორია
რედაქტირებაციხესიმაგრის ნაქალაქარის არსებობის პერიოდია ძვ. წ. I საუკუნე - ახ. წ. I საუკუნე. იგი დააარსეს მეოტებმა, რომლებიც გადმოსახლდნენ ყუბანისპირეთიდან[3]. ამ პერიოდში ნაქალაქარის ჩამოყალიბება დონის დელტაში დაკავშირებული იყო მეფე ასპურგის პოლიტიკასთან, რომელმაც ამ მოქმედებით გაამაგრა ბოსფორის სახელმწიფოს საზღვრები და გააძლიერა თავდაცვა.
აღმოჩენილი მასალების მიხედვით მკვლევარებმა დაადგინეს, რომ პანიარდისის მოსახლეობის კვების რაციონში სოფლის მეურნეობის პროდუქტები იყო უმთავრესი[2], ხელოსნობის დარგებიდან განვითარებული იყო ქსოვა და რთვა[3]. ქალაქმა იარსება ახ. წ. II საუკუნემდე. XVIII-XIX საუკუნეებში მიმდინარეობდა პირველი გამოკვლევები, რომლის მიზანიც იყო ტანაისის ტერიტორიის მოძებნა[3].
1800 წელს აზოვისპირეთს ეწვია მოგზაური ედუარდ კლარკი, რომელმაც დაგვიტოვა თავის აღმოჩენები და კვლევები. ის აღნიშნავდა, რომ აზოვის ტერიტორიაზე შემონახულია ისეთი თიხის ჭურჭელი, რომელსაც გამოიყენებდნენ ბერძნები. ამ აღმოჩენების მიხედვით მეცნიერები ადასტურებენ, რომ აღმოაჩინეს ციხესიმაგრის ნაქალაქარი.
1923-1929 წლებში არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას ახორციელებდა მატერიალური ისტორიის კულტურის სახელმწიფო აკადემიის ჩრდილოეთ კავკასიის ექსპედიცია, რომლის ხელმძღვანელიც იყო ალექსანდრე მილერი.
1956-1962 წლებში ციხესიმაგრის ნაქალაქარის გათხრებისათვის შედგა ქვემო-დონის ექსპედიცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა დ. შელოვი. გათხრების შედეგად აღმოჩნდა არტეფაქტების მინიმალური რაოდენობა. 1972 წელს შედგა მაშსტაბური არქეოლოგიური გათხრები ა. გორბენკოს ხელმძღვანელობით.
სამშენებლო სამუშაოების წარმართვის გამო და აზოვის ტერიტორიაზე საქალქო დასახლებების გაჩენის შედეგად არქეოლოგიური ძეგლის უდიდესი ტერიტორია განადგურდა. მშენებლობის დროს აღმოაჩინეს ნეკროპოლის ნარჩენები, კერამიკის საგნები, შრომის იარაღები, სხვადასხვა სახის იარაღი. ტერიტორიის გამოკვლევა მიმდინარეობდა XXI საუკუნის განმავლობაში[1]. 2006-2008 წლებში გამოკვლევების დროს აღმოაჩინეს კერამიკული ჭურჭელი და საცხოვებელი კომპლექსები. ციხესიმაგრის ნაალაქარის ტერიტორიაზე ასევე აღმოაჩინეს თავდაცვითი თხრილი. პირველი თავდაცვითი თხრილი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული შუა საუკუნეების ორმოებით, ხოლო ნაწილზე აგებული იყო ქალაქის შენობები. ორმოებში აღმოაჩინეს წითელი თიხისაგან დამზადებული ამფორები. ნაპოვნია კერამიკა, რომელზეც გამოსახულია ცხვრის თავის მსგავსი ფიგურები. მეორე თხრილში აღმოჩენილია ნაცრისფერი თიხის ჭურჭელი. საგნები, რომლებიც აღმოჩენილია ორ თავდაცვით თხრილში, გახდა იმ თავდაცვითი სისტემის მტკიცებულება, რომლითაც გარშემორტყმული იყო ტანაისი. ნეკროპოლში აღმოჩენილი იყო ხის ჭურჭელი, ბრინჯაოსა და წითელ ლაქიანი ნივთები.
აღწერა
რედაქტირებანაქალაქარის ტერიტორია ნაწილობრივ მდებარეობს იმ ადგილზე, სადაც ააშენეს VIII საუკუნით დათარიღებული ციხესიმაგრე. სწორედ ამის გამო მიიღო არქეოლოგიურმა ობიექტმა სახელწოდება.
ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს 300-ზე მეტი სამარხი, თავდაცვითი თხრილები, მრგვალი ფორმის სარიტუალო მოედნები, რომლებზეც შემონახული იყო ამფორები და ცხოველთა ძვლები. ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ასევე მეტალის მშვილდსაკინძი[3].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Некрополь Паниардиса (Крепостного городища)
- ↑ 2.0 2.1 Особенности жизнедеятельности населения городского городища в I—II веке нашей эры по данным палеопатологии зубочелюстного аппарата. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-24. ციტირების თარიღი: 2017-06-22.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Памятники истории и культуры юга России