კობიაკოვოს ნაქალაქარი

კობიაკოვოს ნაქალაქარი (რუს. Кобяково городище) — უძველესი დასახლების ნაშთები, როსტოვის ოლქის აქსაის რაიონში. მდებარეობს მდინარე დონის მარჯვენა ნაპირზე, იქ სადაც მდინარე დონზე გადადის აქსაის საავტომობილო ხიდი. კობიაკოვოს ნაქალაქარზე გადის საზღვარი ქალაქებს დონის როსტოვსა და აქსაის შორის.

კობიაკოვოს ნაქალაქარი
Кобяково городище
კოორდინატები 47°14′49″N 39°51′04″E / 47.246944° ჩ. გ. 39.851111° ა. გ. / 47.246944; 39.851111
მდებარეობა აქსაის რაიონი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100069000

ისტორია რედაქტირება

პირდაპირი ან ირიბი კავშირი კობიაკოვოს ნაქალაქარსა და ტანაისს შორის არსებობდა რომის იმპერიისა და ბოსფორის სახელმწიფოს პერიოდიდან (რომელიც ძვ. წ. 63 წლიდან დამოიდებულია რომის იმპერიაზე). ისტორიულ-არქეოლოგიურ ლიტერატურაში დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ მეოტების ყუბანური ტომები ქვემო დონის მიწაზე გადაასახლეს ბოსფორის სახელმწიფოს მეფის ბრძანების შესაბამისად. აღნშნული გადასახლება უნდა შემდგარიყო თანდათანობით. თავდაპირველად დასახლება უნდა მომხდარიყო პოდაზოვსკიესა და ციხესიმაგრის ნაქალაქარებში, შემდეგ მოხდა ნიჟნე-გნილოვსკის ნაქალაქარისა და ბოლოს კობიაკოვოს დასახლება.

ს. მახანკოვი, პირველ რიგში ვარაუდობს, რომ არსებობდა მჭიდრო კავშირი ტანაისსა და რომაული პერიოდის მეოტიურ ნაქალაქარებს შორის რომელთა რიცხვშიც შედის კობიაკოვოს ნაქალაქარიც). მეორე რიგში აძლევს მათ საერთო სახელწოდებას „ტანაიტებს“. მესამე რიგში მათ მოსახლეებს უწოდებს „ძველ როსტოველებს“, მეოთხე რიგში, თვლის, რომ დონის როსტოვის ისტორია იწყება ძვ. წ. 23 წლიდან.

არსებობს მოსაზრება, რომ კობიაკოვოს ნაქალაქარი წარმოადგენდა ყივჩაყების ხანის რეზიდენციას, რომლის სახელიც იყო კობიაკი.

პირველად სიტყვათაშეთანხმება „კობიაკოვოს ნაქალაქარი“ გვხვდება 1570 წლის 7 ივლისს ივანე ნოვოსელცევის მიერ ივანე მრისხანისადმი დაწერილ წერილში.

კობიაკოვოს ნაქალაქარს არ აქვს ზუსტი გეოგრაფიული საზღვრები. იგი მდებარეობს მდინარე დონის შემაღლებულ სანაპიროზე, საიდანაც ტურისტული თვალსაზრისით იშლება ულამაზესი ხედი მდინარე დონზე.

1824 წელს ნაქალაქარზე დაიწყო არქეოლოგიური გათხრები და იგი გახდა პირველი ობიექტი სამხრეთ რუსეთში, რომლის შესწავლაც დაიწყეს არქეოლოგიურად. არქეოლოგიურმა გათხრებმა ცხადყო, რომ პირველი დასახლება ამ ტერიტორიაზე არსებობდა ძვ. წ. X-VIII საუკუნეებში. აღსანიშნავი არქეოლოგიური მონაპოვარი თარირდება ახ. წ. I-III საუკუნეებით. ამჟამად კობიაკოვის ნაქალაქარი წარმოდგენილია ნანგრევების სახით, ჩანს არქეოლოგიური გათხრების კვალიც.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება