პოდაზოვსკიეს ნაქალაქარი

პოდაზოვსკიეს ნაქალაქარი (რუს. Подазовское городище) — არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც მდებარეობს რუსეთის ფედერაციის, როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვის დასავლეთ გარეუბანში[1].

პოდაზოვსკიეს ნაქალაქარი
Подазовское городище
კოორდინატები 47°06′00″N 39°23′33″E / 47.1001° ჩ. გ. 39.3926° ა. გ. / 47.1001; 39.3926
მდებარეობა აზოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთი

ისტორია რედაქტირება

პოდაზოვსკიეს ნაქალაქარის დაარსების თარიღად მიჩნეულია ძვ. წ. I საუკუნე[2]. იგი არსებობდა ახ. წ. III საუკუნემდე[3]. ნაქალაქარის ტერიტორია გარშემოტყმული იყო თავდაცვითი თხრილებით. თხრილსა და საცხოვებლებს შორის დაშორება მინიმალური იყო. საცხოვრებები აგებული იყო კვადრატული დაგეგმარებით და მომრგვალებული კუთხეებით. საცხორებლის ძირითადი მახასიათებლები იყო თიხის იატაკი და ლერწმის კედლები, რომელთა სიმაღლეც 2,5 მ. იყო. სახლებს შორის იყო ვიწრო გასასვლელები, რომელთა სიგანეც დაახლოებით ერთი მეტრი იყო. სახლებს შორის გადიოდა ქუჩა, რომლის სიგრძეც 5 მეტრი იყო. სახლების წინ ამოთხრილი იყო ორმოები, რომლებიც გამოიყენებოდა მარცვლეული კულტურების შესანახად ანდა საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად[2].

ნაქალაქარი იყო ერთიანი მეოტიური დასახლება, რომელსაც გარს ერტყა თხრილები და რომელიც დაყოფილი იყო ზემო და ქვემო ნაწილებად. ძირითადი ნაგებობებიდან აღმოსავლეთით მდებარეობდა გაუმაგრებელი ნაქალაქარის მოედანი[4].

პოდაზოვსკიეს ნაქალაქარი ცნობილია 1911 წლიდან[5]. 1960-1970-იან წლებში ნაქალაქარზე მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები. არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობდა ი. ს. კამენეცკი. ნაქალაქარის გამაგრებული ტერიტორიის ფართობი შეადგენდა 3 300 კვ. მეტრს. პოდაზოვსკიეს ნაქალაქარის გათხრების დროს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ნაგებობა, რომლის ასაშენებლად გამოყენებული იყო ლერწამი, რომელიც აუცილებელი იყო თიხის ნალესის შესაკავებლად[3].

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ქალაქ აზოვის ისტორიისა და კულტურის დაცული ობიექტი
  2. 2.0 2.1 Зубарев В. Г. Историческая география Северного Причерноморья по данным античной письменной традиции. — М: Языки славянской культуры, 2005—504 с: ил. Карты — (Studia historica). — ISSN 1727 — 9968, ISBN — 5-9551-0056-3
  3. 3.0 3.1 Хижина меота//Археологический музей-заповедник Танаис. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-14. ციტირების თარიღი: 2017-06-26.
  4. Городища донских меотов: вопросы датировки И. С. Каменецкий, Институт археологии (Российская академия наук), «Авто», 1993—176 с. — С.14
  5. Очерки истории Азова, Азовский краеведческий музей, 2005