არხოტისწყალი
მდინარე საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
(გადამისამართდა გვერდიდან ცირცლოვანისწყალი)
არხოტისწყალი[1][2], ცირცლოვანისწყალი[1][2] — მდინარე საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე; მდინარე ასის ზემო მონაკვეთი. სათავე აქვს არხოტისთავისღელის უღელტეხილთან. სიგრძე — 23 კმ, აუზის ფართობი — 242 კმ², სოფელ ახიელთან მარცხნიდან უერთდება მდინარე ახიელისწყალი. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში.
არხოტისწყალი | |
---|---|
სხვა სახელი | ცირცლოვანისწყალი |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | დუშეთის მუნიციპალიტეტი (მცხეთა-მთიანეთის მხარე) |
სათავე |
კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი 42°35′34″ ჩ. გ. 44°51′32″ ა. გ. / 42.592806° ჩ. გ. 44.858917° ა. გ. |
სათავის მდებარეობა | არხოტისთავისღელე |
შესართავი |
ასა 42°39′32″ ჩ. გ. 44°54′33″ ა. გ. / 42.658972° ჩ. გ. 44.909194° ა. გ. |
სიგრძე | 23 კმ |
აუზის ფართობი | 242 კმ² |
— სათავე, — შესართავი |
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 222.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 22.
- ↑ 2.0 2.1 საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 18.