ცირა აბზიანიძე (დ. 3 იანვარი, 1947 — გ. 21 ოქტომბერი, 2011) — ქართველი მსახიობი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1971 წელს. 1973 წლიდან იყო ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.

შესრულებული აქვს როლები სპექტაკლებში: ა. ცაგარელის „ხანუმა“, მოლიერის „გააზნაურებული მდაბიონი“, ა. გეწაძის „გზა“, „ყარამანს ცოლი მოჰყავს“, დ. კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“, შ. დადიანის „გუშინდელნი“, „აიეტი“, თ. ჭილაძის „ბუდე მეცხრე სართულზე“ და „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“, სანიკიძის „მედეა“, მ. ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ და სხვა. მიღებული აქვს I პრემია წლის საუკეთესო როლის შესრულებისათვის (1975), პრემიები ქალის საუკეთესო როლის შესრულებისათვის (1980, 1982)

ჯილდო, პრემია

რედაქტირება
  • 1979 — საქართველოს დამსახურებული არტისტი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება