ციმბირის უვალები (რუს. Сибирские Увалы) — მაღლობთა სისტემა დასავლეთ ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში, გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, მდინარე ობიდან ენისეიმდე 900 კილომეტრზე. მოიცავს იამალ-ნენთა და ხანტი-მანსის ავტონომიური ოკრუგებსა და კრასნოიარსკის მხარის ნაწილს. წარმოადგენს წყალგამყოფს მდინარეების: ობის მარჯვენა შენაკადებსა და კაზიმის, ნადიმის, პურის და ტაზის ზემო წელის შენაკადებს შორის. მაქსიმალური სიმაღლეა 301 მეტრი, დასავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილები შედგება მორენულ-ბორცვიანი რელიეფისგან, ხოლო ცენტრალური ნაწილი კი ბრტყელი და ძლიერ დაჭაობებულია.

ციმბირის უვალები

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება