ცერეუსი (ლათ. Cereus) — მცენარეთა გვარი კაქტუსისებრთა ოჯახისა. ხისებრი, ბუჩქისებრი (იშვიათად გართხმული) მცენარეებია. თეთრი, იშვიათად ვარდისფერი ან წითელი ყვავილები აქვთ. ზოგიერთი სახეობის ნაყოფი იჭმება. ამ მონაცემებით, გვარი იყოფა რამდენიმე სხვა გვარად.

Cereus jamacaru

საკუთრივ ცერესუსის გვარი აერთიანებს 40-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ანტილის კუნძულებზე, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ცერეუსი იზრდება სავანაში, ზღვის ქვიშიან სანაპიროზე, ტყის პირებზე, ქვიან უდაბნოში.

დეკორატიულ მცენარედ აშენებენ. ამრავლებენ თესლით და კალმით. ინტროდუცირებულია ბათუმისა და სოხუმის ბოტანიკურ ბაღებში.

ლიტერატურარედაქტირება