ცეილონის ჩაი
ცეილონის ჩაი— კუნძულ შრი-ლანკაზე (ძვ. ცეილონი) მოყვანილი ჩაის სახეობა.
შრი-ლანკა მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა ჩაის წარმოებით, ჩინეთისა და ინდოეთის და კენიის შემდეგ და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია მსოფლიო ბაზარზე. 1995 წელს იგი მსოფლიოში ჩაის წამყვანი ექსპორტიორი იყო (და არა მწარმოებელი) მსოფლიო ექსპორტის 23 %-ით, მაგრამ შემდეგ მას კენიამ გაუსწრო. ჩაის წარმოების ყველაზე მაღალი მოცულობა 340 მილიონი კგ დაფიქსირდა 2013 წელს, რამაც ქვეყნის ეკონომიკას 1.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მოგება მოუტანა. ხოლო 2014 წელს ოდნავ შემცირდა და შეადგინა 338 მილიონი კგ.[1][2][3]
ცეილონის ჩაი გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით. დიდი ნაწილი არის შავი და მწვანე, თეთრი ჩაი, ულუნი და სხვა ჯიშები თითქმის არასოდეს იწარმოება. ჩაის ინდუსტრიაში დასაქმებულია 1 მილიონზე მეტი ადამიანი პირდაპირ თუ ირიბად, 1995 წელს 215 338 ადამიანი უშუალოდ მუშაობდა ჩაის პლანტაციებსა და მამულებში. გარდა ამისა, მცირე მეწარმეების მიერ ჩაის კულტივაცია ათასობით ადამიანის დასაქმების წყაროა და ათიათასობით ოჯახის საარსებო წყაროს წარმოადგენს.
ტენიანობა, გრილი ტემპერატურა და ნალექები ქვეყნის ცენტრალურ მაღალმთიანეთში ქმნის კლიმატს, რომელიც ხელს უწყობს მაღალი ხარისხის ჩაის წარმოებას. მეორეს მხრივ, ჩაი, რომელიც წარმოებულია ისეთ დაბალ რეგიონებში, როგორიცაა მატარა, გალე და რატანაპურა რეგიონებში, სადაც უხვი ნალექები და მაღალი ტემპერატურაა, შემკვრელი თვისებების მაღალი დონით გამოირჩევა. თავად ჩაის ბიომასის წარმოება უფრო მაღალია დაბალ რეგიონებში.
ცეილონზე ჩაის სამრეწველო კულტივაცია დაიწყო ჯეიმზ ტეილორმა 1867 წელს. დღეისათვის ჩაის წარმოება შრი-ლანკის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგია. ჩაის ექსპორტი ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 15 %-ს შეადგენს.
ცეილონის ჩაი ძირითადად წარმოდგენილია ერთგვაროვანი, საშუალო ხარისხის ჩაით, რომელიც მოყავთ დაბალ და საშუალო სიმაღლეზე. უმაღლესი ხარისხის ჩაი მცირე რაოდენობით მოდის კუნძულის სამხრეთ ნაწილში, მაღალმთიანეთში მდებარე პლანტაციებში.[4][5]
ისტორია
რედაქტირებაწინაისტორია
რედაქტირებაჰოლანდიის კოლონიზაციის პერიოდში კუნძულზე დარიჩინის მოყვანა დაიწყეს. მოგვიანებით, ბრიტანეთის პერიოდში, ოსტინდოეთის კომპანიის მიერ გამოცხადდა დარიჩინის კულტურის მონოპოლია. ამასთან,ბრიტანეთში 1830-იან წლებში განვითარებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა გავლენა მოახდინა დარიჩინის პლანტაციებზეც და არარენტაბელურობის გამო შეჩერდა მისი წარმოება. შემდეგ კუნძულ ცეილონზე ყავის პლანტაციები მოაშენეს და მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა ყავასთან იყო დაკავშირებული. ევროპის ბაზარზე ყავაზე დიდი მოთხოვნისა და მაღალი ფასების შედეგად, 1840 წლისთვის ყავის წარმოებამ მნიშვნელოვან აღმავლობას მიაღწია. 1869 წელს ყავის ინდუსტრია ყვაოდა, მაგრამ კუნძულზე მოულოდნელად გავრცელდა ყავის ხეებისათვის მომაკვდინებელი სოკოვანი დაავადება hemileia vastatrix — „ყავის ჟანგი“.პროფილაქტიკური ღონისძიებების მიუხედავად, „ყავის ჭირმა“ ხუთ წელიწადში ცეილონზე სრულიად მოსპო ყავის ოლანტაციები. როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, იმ პერიოდში კუნძული ნამდვილ უდაბნოდ გადაიქცა. როგორც ცნობილია, ჩაის ბუჩქს „ყავის ჯანგი“ არ ედება. შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული გახდა, განადგურებული ყავის პლანტაციები ჩაის პლანტაციებით ჩაენაცვლებინა.[6]
ჩაის წარმოება ბრიტანეთის კოლონიის პერიოდში
რედაქტირებაერთ-ერთი პირველი პლანტატორი, რომელმაც კუნძულზე ჩაის მოყვანა დაიწყო, იყო ინგლისელი პლანტატორი ჯეიმზ ტეილორი. მისი ორგანიზებით ცეილონიდან ლონდონში ჩაი 1891 წელს ჩაიტანეს. პირველიგაიდული პარტიის ფასი იყო 25 ფუნტი სტერლინი და 10 შილინგი. ერთი წლით ადრე, მსხვილი ბრიტანელი მეწარმე თომას ლიპტონი დაინტერესდა ცეილონის ჩაის ინდუსტრიით და, მისი განვითარების დასაწყისშივე გაემგზავრა კუნძულზე. იყიდა მთელი რიგი პლანტაციები დაბალ ფასად, იმისათვის რომ თავისი მაღაზიებისათვის თვითონვე მიეწოდებინა ჩაი შუამავლების გარეშე და ამით თანხები დაეზოგა. შედეგად, მას ჩაის მიწოდება იაფი უჯდებოდა და წარმატებით უწევდა კონკურენციას მაღაზიებს, რომლებიც სხვა რეგიონებიდან ჩამოტანილ ჩაის ყიდდნენ. ლიპტონმა ჩაატარა მასშტაბური სარეკლამო კამპანია. იგი თავის ჩაის 1 შილინგად და 7 პენსად ყიდდა, მაშინ როდესაც ინგლისში ჩაის საშუალო ფასი 3 შილინგი იყო. ამან საშუალება მისცა სწრაფად დაეკავებინა დიდი ნიშა ჩაის ბაზარზე. ბრიტანეთის იმპერიისადმი გაწეული სამსახურისათვის დედოფალმა ვიქტორიამ ლიპტონს რაინდის წოდება უბოძა. მოგვიანებით თომას ლიპტონმა გააფართოვა თავისი წარმოება და ჩაით ვაჭრობა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც დაიწყო. ნიუ-იორკის პორტში ლიპტონის საწყობებზე დიდი ხნის განმავლობაში აღმართული იყო სარეკლამო ბილბორდები.[7]
თუ კუნძულზე 1875 წელს ჩაის პლანტაციების ფართობი 1 ათასი ჰექტარს შეადგენდა, 1895 წლისთვის უკვე 300 ათასი ჰექტარს იკავებდა.
კომერციული წარმოების ზრდა და ისტორია
რედაქტირებაშრი-ლანკაზე დარეგისტრირებული ჩაის წარმოება ჰექტარებსა და კვადრატულ მილებში სიმაღლის კატეგორიების მიხედვით, 1959-2000 წწ.
წელი | დიდი
სიმაღლე ჰექტ. |
საშუალო
სიმაღლე ჰექტ. |
დაბალი
სიმაღლე ჰექტ. |
მთლიან.
ჰექტ. |
მთლიან.
კვადრ. მილი |
1959 | 74,581 | 66,711 | 46,101 | 187,393 | 723.5 |
1960 | 79,586 | 69,482 | 48,113 | 197,181 | 761.3 |
1961 | 76,557 | 97,521 | 63,644 | 237,722 | 917.8 |
1962 | 76,707 | 97,857 | 64,661 | 239,225 | 923.7 |
1963 | 76,157 | 95,691 | 65,862 | 237,710 | 917.8 |
1964 | 81,538 | 92,281 | 65,759 | 239,578 | 925.0 |
1965 | 87,345 | 92,806 | 60,365 | 240,516 | 928.6 |
1966 | 87,514 | 93,305 | 60,563 | 241,382 | 932.0 |
1967 | 87,520 | 93,872 | 60,945 | 242,337 | 935.7 |
1968 | 81,144 | 99,359 | 61,292 | 241,795 | 933.6 |
1969 | 81,092 | 98,675 | 61,616 | 241,383 | 932.0 |
1970 | 77,549 | 98,624 | 65,625 | 241,798 | 933.6 |
1971 | 77,936 | 98,624 | 65,625 | 242,185 | 935.1 |
წელი | დიდი
სიმაღლე ჰექტ. |
საშუალო
სიმაღლე ჰექტ. |
დაბალი
სიმაღლე ჰექტ. |
მთლიან.
ჰექტ. |
მთლიან.
კვადრ. მილი |
1972 | 77,639 | 98,252 | 65,968 | 241,859 | 933.8 |
1973 | 77,793 | 98,165 | 66,343 | 242,301 | 935.5 |
1974 | 77,693 | 97,875 | 66,622 | 242,190 | 935.1 |
1975 | 79,337 | 98,446 | 64,099 | 241,882 | 933.9 |
1976 | 79,877 | 94,338 | 66,363 | 240,578 | 928.9 |
1977 | 79,653 | 94,835 | 67,523 | 242,011 | 934.4 |
1978 | 79,628 | 95,591 | 68,023 | 243,242 | 939.2 |
1979 | 78,614 | 97,084 | 68,401 | 244,099 | 942.5 |
1980 | 78,786 | 96,950 | 68,969 | 244,705 | 944.8 |
1981 | 78,621 | 96,853 | 69,444 | 244,918 | 945.6 |
1982 | 77,769 | 96,644 | 67,728 | 242,141 | 934.9 |
1983 | 71,959 | 90,272 | 67,834 | 230,065 | 888.3 |
1984 | 74,157 | 90,203 | 63,514 | 227,874 | 879.8 |
წელი | დიდი
სიმაღლე ჰექტ. |
საშუალო
სიმაღლე ჰექტ. |
დაბალი
სიმაღლე ჰექტ. |
მთლიან.
ჰექტ. |
მთლიან.
კვადრ. მილი |
1985 | 74,706 | 89,175 | 67,769 | 231,650 | 894.4 |
1986 | 73,206 | 85,216 | 64,483 | 222,905 | 860.6 |
1987 | 72,773 | 84,445 | 64,280 | 221,498 | 855.2 |
1988 | 72,901 | 84,227 | 64,555 | 221,683 | 855.9 |
1989 | 73,110 | 84,062 | 64,938 | 222,110 | 857.6 |
1990 | 73,138 | 83,223 | 65,397 | 221,758 | 856.2 |
1991 | 73,331 | 82,467 | 65,893 | 221,691 | 856.0 |
1992 | 74,141 | 85,510 | 62,185 | 221,836 | 856.5 |
1994 | 51,443 | 56,155 | 79,711 | 187,309 | 723.2 |
1995 | 51,443 | 56,155 | 79,711 | 187,309 | 723.2 |
1996 | 52,272 | 56,863 | 79,836 | 188,971 | 729.6 |
1997 | 51,444 | 58,155 | 79,711 | 189,310 | 730.9 |
1998 | 51,444 | 58,155 | 79,711 | 189,310 | 730.9 |
2000 | 52,272 | 56,863 | 79,836 | 188,971 | 729.6 |
ქვეყნები, სადაც ცეილონის ჩაი გადის ექსპორტზე
რედაქტირებაშრი-ლანკას ჩაის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო ბაზრებია დსთ-ს, ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნები, არაბთა გაერთიანებული საამიროები, რუსეთი, სირია, თურქეთი, ირანი, საუდის არაბეთი, ერაყი, დიდი ბრიტანეთი, ეგვიპტე, ლიბია და იაპონია.[8][9]
მთლიანი ექსპორტი | |||
ქვეყანა | მილ. კილოგრამი | მილიონ. გირვანქა | მთლიან. პროცენტი |
დსთ-ს ქვეყნ. | 57.6 | 127.0 | 20 |
არაბთა გაერთ. | 48.1 | 106.0 | 16.7 |
რუსეთი | 46.1 | 101.6 | 16.01 |
სირია | 21.5 | 47.4 | 7.47 |
თურქეთი | 20.3 | 44.8 | 7.05 |
ირანი | 12.5 | 27.6 | 4.34 |
საუდის არბეთი | 11.4 | 25.1 | 3.96 |
ერაყი | 11.1 | 24.5 | 3.85 |
დიდი ბრიტანეთი | 10.2 | 22.5 | 3.54 |
ეგვიპტე | 10.1 | 22.3 | 3.51 |
ლიბია | 10.0 | 22.0 | 3.47 |
იაპონია | 8.3 | 18.3 | 2.88 |
გერმანია | 5.0 | 11.0 | 1.74 |
სხვა | 23.7 | 52.2 | 8.23 |
მთლიანად | 288 | 634.9 | 100 |
ბრენდინგი
რედაქტირებაშრი-ლანკის ჩაის საბჭო ცეილონის ჩაის ლომის ლოგოტიპის კანონიერი მფლობელია. ლოგო მრავალ ქვეყანაში დარეგისტრირებულია, როგორც სავაჭრო ნიშანი. იმისათვის, რომ ლომის ლოგო გამოჩნდეს ჩაის პაკეტზე, ის უნდა აკმაყოფილებდეს ოთხ კრიტერიუმს:
1. ლომის ლოგოს გამოყენება შეიძლება მხოლოდ ცეილონის ჩაის სამომხმარებლო შეფუთვებზე.
2. შეფუთვაში უნდა იყოს 100% სუფთა ცეილონის ჩაი.
3. შეფუთვა მხოლოდ შრი-ლანკაში უნდა იწარმოებოდეს.
4. ბრენდები, რომლებიც იყენებენ ლომის ლოგოს, უნდა აკმაყოფილებდეს შრი-ლანკის ჩაის საბჭოს მიერ დადგენილი ხარისხის სტანდარტებს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- www.pureceylontea.com, Official website of the Sri Lanka Tea Board
- Taylor, Lipton and the Birth of Ceylon Tea
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Wijesinghe, W. A. S. S. (2015). "The protection on geographical indications in developing countries: The case of Ceylon tea". Balance - Multidisciplinary Law Journal. 1 (1): 11. Retrieved 5 February 2021.
- ↑ "Annual Report 2019/20" (PDF). Ceylon Tea Brokers. Retrieved 5 February 2021.
- ↑ "Annual Report 2016" (PDF). parliament.lk. Sri Lanka Tea Board. Retrieved 5 February 2021.
- ↑ "Leading tea exporting countries worldwide in 2020".
- ↑ "Sri Lanka tops tea sales". BBC. 1 February 2002. დაარქივებულია ორიგინალიდან 3 May 2008. Retrieved 28 April 2008.
- ↑ "South Asia Help for Sri Lanka's tea industry". BBC News. 4 April 1999. დაარქივებულია ორიგინალიდან on 30 June 2009. Retrieved 5 April 2008.
- ↑ Johnsson, S. (23 May 2016). "The green gold from Sri Lanka" (PDF). Linnaeus University. p. 43. Retrieved 27 March 2021.
- ↑ "Tea from Sri Lanka" (PDF). Sri Lanka Export Development Board. Retrieved 27 March 2021.
- ↑ Kelegama, S. (March 2010). The case for liberalization of tea imports for increasing value addition and enhancing tea exports of Sri Lanka (PDF). Colombo: Institute of Policy Studies. p. 8. Retrieved 5 February 2021.