ჩხოროწყუს მიწერილი სანადირო მეურნეობა
ჩხოროწყუს მიწერილი სანადირო მეურნეობა — მიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ ჩხოროწყუს რაიონში. რაიონის მონადირეთა საზოგადოება მიწერილი მეურნეობის სახით ფლობდა 120 000 ჰექტარ ფართობს შემდეგ საზღვრებში: აღმოსავლეთით — გეგეჭკორის რაიონი, დასავლეთით — წალენჯიხის რაიონი, ჩრდილოეთით — მესტიისა და ლენტეხი რაიონები, სამხრეთით — ცხაკაიას რაიონი. მეურნეობა ძირითადად ვაკეზე იყო მოთავსებული, ტყეები კი განლაგებული იყო ჩრდილო მხარეზე — ფოთლოვანი მცენარეული ჯიშებით.
აქ გავრცელებული იყო შველი, კურდღელი, მაჩვი, ციყვი; მცირე რაოდენობით — ხოხობი, კვერნა, მგელი, ტურა, მელა და სხვ.; სეზონის მიხედვით ტყის ქათამი და მწყერი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვ. ბურჯანაძე, მონადირის ცნობარი, გვ. 196, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1969.