ჩხიკვთის ხელიანი სტელა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჩხიკვთის ხელიანი სტელა — არქეოლოგიური ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიკვთაში.

სტელა დგას სოფელ ჩხიკვთადან ალგეთის კაშხალზე ჩამავალი გზის პირას, კორომში. გარშემო შეიმჩნევა ნასახლარის კვალი. სტელა კლდის დამუშავებული ქვაა, კუთხეებმომრგვალებული მართკუთხედის ფორმის. ერთი განიერი წახნაგის ზედა მხარეს ზედაპირის დადაბლებით შექმნილია მოჩარჩოებული არე, რომელშიც რელიეფური გამოსახულებაა: ხელი მტევნიდან მაჯის ჩათვლით და ბაგრატიონთა ემბლემა, ისეთივე, როგორიც დატანილია თამარის მონეტებზე. მკვლევართა გამოკვლევების თანახმად, ასეთი ხელის გამოსახულებიანი სტელები, რომელთაც ზოგ შემთხვევაში წარწერებიც ახლავს, წარმოადგენენ მეფის ძალაუფლების მატერიალურ გამოხატულებას. მსგავსი ხელის გამოსახულებიანი სტელების გავრცელების ქრონოლოგია მოიცავს XII-XIII საუკუნეებს, ხოლო ტერიტორია ჯავახეთს და ისტორიულ ქვემო ქართლს (მათ შორის ჩხიკვთაში 4 სტელაა აღმოჩენილი), ანუ ტერიტორიას, რომელიც სწორედ XII-XIII საუკუნეებში წარმოადგენდა სამეფო დომენს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 45682