ჩრდილოეთ შოტლანდიის მთიანეთი

ჩრდილოეთ შოტლანდიის მთიანეთი (ინგლ. Northern Highlands) — მთიანეთი დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, შოტლანდიაში. ჩრდილოეთ შოტლანდიის მთიანეთი შუა შოტლანდიის დაბლობით გამოყოფილია სამხრეთ შოტლანდიის მაღლობისაგან. ფართობი დაახლოებით 40 ათ. კმ². სიმაღლე 1344 მ (მთა ბენ-ნევისი). აგებულია გრანიტებით, გნაისებით, კრისტალური ფიქლებით, კვარციტებით. ტექტონიკური ქვაბულებით დანაწევრებულია ცალკეულ ზეგნებად და ქედებად. მთის კალთები დანაწევრებულია ხეობებით, დასავლეთით — ფიორდებით. ბევრია მდინარე, ტბა და ჭაობი. შემოსილია მანანიანით, მდელოს ბალახეულით, არყისა და ფიჭვის ტყეებით, განვითარებულია მესაქონლეობა.

ჩრდილოეთ შოტლანდიის მთიანეთი
ჩრდილოეთ შოტლანდიის მთიანეთი, ბენ-ნევისი
ჩრდილოეთ შოტლანდიის მთიანეთი, ბენ-ნევისი
კოორდინატები: 57°07′12″ ჩ. გ. 4°42′36″ დ. გ. / 57.12000° ჩ. გ. 4.71000° დ. გ. / 57.12000; -4.71000
ქვეყანა დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
ტერიტორიული ერთეული შოტლანდია
უმაღლესი წერტილი ბენ-ნევისი
სიმაღლე 1344 
ფართობი 40 ათ. კმ²
ჩრდილოეთ შოტლანდიის მთიანეთი — გაერთიანებული სამეფო
ჩრდილოეთ შოტლანდიის მთიანეთი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება