ჩრდილოეთ კორეის გეოგრაფია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჩრდილოეთ კორეა მდებარეობს აღმოსავლეთ აზიაში კორეის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში.

ჩრდილოეთ კორეის გეოგრაფია
კონტინენტი აზია
რეგიონი აღმოსავლეთი აზია
უმაღლესი წერტილი პექტუსანი 2,744 მეტრი
უდაბლესი ადგილი იაპონიის ზღვის სანაპიროები 0 მეტრი ზღვის დონიდან
უგრძესი მდინარე ამნოკანი
კლიმატი ტენიანი კონტინენტური

ჩრდილოეთი კორეა სამ ქვეყანას ესაზღვრება. ესენია: ჩინეთი მდინარე ამნოკანის გასწვრივ; რუსეთი მდინარე ტუმენის გასწვრივ და სამხრეთ კორეა კორეის დემილიტარიზებული ზონის გასწვრივ (DMZ). ჩრდილოეთ კორეას დასავლეთიდან ყვითელი ზღვა და დასავლეთ კორეის ყურე აკრავს, ხოლო აღმოსავლეთიდან — იაპონიის ზღვა.

ჩრდილოეთ კორეის დიდი ნაწილი საშუალო ზომის მთათა სისტემებითაა დაფარული და დიდი მთების ქედები ღრმა და ვიწრო ხეობებითაა გამოყოფილი. ყველაზე მაღალი მწვერვალია პექტუსანი, რომელიც ვულკანური ბალეუდის მთაზეა განთავსებული. იგი მდებარეობს ჩრდილოეთით ჩინეთის საზღვარზე და აღწევს 2,744 მეტრს (9,002 ფუტს). დასავლეთ სანაპიროზე ფართო სანაპირო ზოლებია, ხოლო იაპონიის ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ ვიწრო ვაკე სანაპირო მალევე უერთდება მთებს. აქ მდებარეობს ჩრდილოეთ კორეის ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 0 მეტრზე. მსგავსად სამხრეთ კორეისა, აქაც ათობით

პატარა კუნძულია და დასავლეთ სანაპიროს მიჯნავს. ჩრდილოეთ კორეის ყველაზე გრძელი მდინარეა იალუ, იგივე ამნოკანი. სხვა დიდი მდინარეებია ტუნი, ტედონგანი და იმჯინგანი.

ტოპოგრაფია და დრენაჟი

რედაქტირება

ჩრდილოეთ კორეის ტოპოგრაფია

რედაქტირება

რელიეფი შედგება ძირითადად მთებისა და გორებისგან, რომელიც გამოყოფილია ღრმა, ვიწრო ხეობებით. სანაპირო ზოლები დასავლეთით განიერია განსხვავებით აღმოსავლეთის სანაპიროებისა.

ძველ დროში, კორეაში ჩასული ევროპელი სტუმრები მისი რელიეფური თავისებურების გამო ქვეყანას ამსგავსებდნენ "ზღვას დიდი ქარიშხლის დროს". მართლაც, აქ მრავალი მწვერვალია და მთა-გორები მთელ ნახევარკუნძულს ფარავენ. ჩრდილოეთ კორეის მიწების დაახლოებით 80 პროცენტი მთებისა და მაღლობებისგან შედგება, კორეის ნახევარკუნძულის მთიანეთი ჩრდილოეთ კორეაში მდებარეობს. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა კი ვაკეებსა და დაბლობებზე ცხოვრობს.

ჩრდილოეთი კორეის ჩრდილოეთით მდებარეობს პექტუსანი, იგივე ბაითოუშანის მთა. მისი სიმაღლეა 2,744 მ. (9,003 ფუტი). პექტუსანი არის ვულკანური მთა მანჩურიას მახლოლად, ცნობილი თავისი ბაზალტის ლავის პლატოებით, რომელიც ზღვის დონიდან 1,400 მეტრიდან (4,600 ფუტი) გადადის 2,000 მეტრ სიმაღლეზე. ჰემიანგის ქედი მდებარეობს ნახევარკუნძულის უკიდურეს ჩრდილო ნაწილში.ამ ქედს ბევრი მწვერვალი აქვს, მათ შორის კვანმბოგი დაახლოებით 2,541 მეტრი (8,337 ფუტი).

სხვა ძირითადი ქედები, მათ შორის რანგრიმის მთები, რომლებიც ჩრდილოეთ კორეის ჩრდილოეთ ცენტრალურ ნაწილშია და ჩრდილო-სამხრეთის მიმართულებითაა გადაჭიმული. ამიტომ ქვეყნის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებს შორის ურთიერთობა საკმაოდ გართულებულია. ამნოკანის მთიანეთი გადის ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთის საზღვართან.

ტაებაკის მთიანეთშია მთა კუმგანი. მას ხშირად მოიხსენიებენ ალმასის მთად (დაახლოებით 1,638 მეტრი (5,374 ფუტი)). კუმგანი სამხრეთ კორეაში გადადის, ცნობილია თავისი თვალწარმტაცი სილამაზით.

ყველაზე ფართომასშტაბიანია ფხენიანის, კორეული წაკითხვით - ფიონგიანგის და ქერიონგის დაბლობი, რომლებიც მოიცავს 500 კვ.კმ-ს. ვაკეები აქ უფრო პატარაა, ვიდრე დასავლეთ სანაპიროზე, რადგან მთები აღმოსავლეთ სანაპიროზე უცებ უერთდება ზღვას.

ჩრდილოეთ კორეის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში მთის მწვერვალები ქმნიან წყალშემკრებს მდინარეების აუზების უმრავლესობისთვის, რომლებიც დასავლეთისკენ მიედინება და ჩრდილოეთის ზღვისა და კორეის ყურეში ჩაედინება. ყველაზე გრძელია მდინარე ამნოკანი, იგივე Yalu (790 კილომეტრი), რომლის 678 კილომეტრი ნავიგაციისთვის სრულიად ვარგისია. აუზის ერთ-ერთი მთავარი მდინარეა დუმანი, ეკუთვნის იაპონიის ზღვას რომლის სიგრძეა 521 კილომეტრი (324 მილი) და მთაგორიანი რელიეფის გამო სანაოსნოდ გამოსადეგია მხოლოდ 85 კილომეტრი (53 მილი).

მესამე გრძელი მდინარეა 397 კილომეტრი სიგრძის ტაედონგი, რომელიც მიედინება ფხენიანში და ნავიგაციისთვის ვარგისია მისი 245 კილომეტრი. ტბები მცირეა მყინვარების და რეგიონში დედამიწის ქერქის არასტაბილურობის გამო. მეზობელი იაპონიისა და ჩრდილოეთ ჩინეთისგან განსხვავებით ჩრდილოეთ კორეა ნაკლებად განიცდის მიწისძვრებს.

ქვეყანას გააჩნია ბუნებრივი ცხელი წყლები, რომელთა რიცხვი 124-ს შეადგენს ჩრდილოეთ კორეის კვლევების მიხედვით.

ჩრდილოეთ კორეას აქვს კონტინენტური კლიმატი და ოკეანის კლიმატი. ქვეყანაში შეიგრძნობა ოთხი განსხვავებული სეზონი. ჩრდილოეთ კორეის ძირითადი ნაწილის კლიმატის განსაზღვრისთვის გამოიყენეს კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია და იგი მიჩნეულია როგორც ტენიანი კონტინენტური კლიმატი, თბილი ზაფხულითა და ცივი, მშრალი ზამთრით. ზაფხული დამახასიათებელია მოკლე წვიმიანი სეზონით, რომელსაც სინგადას უწოდებენ.

ხანგრძლივ ზამთარს მოაქვს ცივი ამინდი თოვლიანი ქარიშხალებით, ციმბირიდან მონაბერი ჩრდილოეთისა და ჩრდილო-დასავლეთის ქარის შედეგად. ფხენიანში იანვარში ტემპერატურის ყოველდღიურად მერყეობს არის -3 და -13 ° C (27 და 9 ° F). ზამთარში საშუალოდ, თოვს ოცდაჩვიდმეტი დღის განმავლობაში. ზამთარი განსაკუთრებით მკაცრია ჩრდილოეთ მთიან რეგიონებში. ზაფხული უფრო მოკლე, ცხელი, ნოტიო და წვიმიანია. მიზეზად სახელდება წყნარი ოკეანიდან მონაბერი სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთის მუსონები. გაზაფხული და შემოდგომა არის გარდამავალი სეზონები ზომიერი ტემპერატურათა და ცვალებადი ქარებით. ამ სეზონებზე ფიქსირდება ყველაზე სასიამოვნო ამინდი. ფხენიანში აგვისტოს ტემპერატურა მერყეობს საშუალოდ 29 და 20 ° C (84 და 68 ° F).

საშუალოდ, ნალექების 60% მოდის ივნისიდან სექტემბრამდე. ბუნებრივი კატასტროფები გვიან გაზაფხულზე გვალვების სახითაა გამოხატული, რომლებსაც ხშირად მოჰყვება წყალდიდობები. ტაიფუნი სერიოზულ გავლენას ახდენს ნახევარკუნძულზე და საშუალოდ ერთხელ მაინც ხდება ზაფხულსა და შემოდგომით. კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, 2015 წლის ივნისში დაწყებულმა გვალვამ 100 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ზარალი მიაყენა მოსახლეობას[1].

ჩრდილოეთ კორეის გარემო მრავალფეროვანია. ის მოიცავს ალპურ ზონას, ტყეს, მეურნეობას, მტკნარ წყალსა და საზღვაო ეკოსისტემებს. ბოლო წლების განმავლობაში გარემოსთვის ცნობილი გახდა "კრიზისი", "კატასტროფა", ან "დაშლის" მდგომარეობა. მიწათმოქმედება, ხე-ტყის წარმოება და ბუნებრივი კატასტროფები ზეწოლას ახდენს ჩრდილოეთ კორეის ტყეებზე. 1990-იანი წლების ეკონომიკური კრიზისის დროს, დაჩქარდს ტყეების განადგურება მოჰყვა. ამან, თავის მხრივ, გამოიწვია ნიადაგის ეროზია და წყალდიდობის რისკი. საპასუხოდ, მთავრობამ ხელი შეუწყო ხეების დარგვის პროგრამას.

საზღვრები, სანაპირო და კუნძულები

რედაქტირება

ჩრდილოეთ კორეის ფართობი 120,538 კმ² შეადგენს, საიდანაც 120,408 კმ² მიწაა და 130 კმ² წყალია. მას აქვს 1,671,5 კმ (1,038.6 მილი) მიწის საზღვრები; მათ შორის 1,416 კილომეტრიანი (880 მილი) ჩინეთთან, 238 კილომეტრი (148 მილი) სამხრეთ კორეასთან, ხოლო რუსეთთან 17.5 კილომეტრია (10.9 მილი).

კორეის ნახევარკუნძული ჩრდილოეთით აზიური კონტინენტური მიწიდან სამხრეთით 1000 კილომეტრითაა განლაგებული.

საზღვაო პრეტენზიები

რედაქტირება

ჩრდილოეთი კორეის მთავრობა აცხადებს, რომ ზღვის სანაპიროდან 22.2 კმ ეკუთვნის კორეას. იგი ასევე აცხადებს ექსკლუზიურ ზონად 200 საზღვაო მილს (370.4 კმ) სანაპიროდან.

გარდა ამისა, იაპონიის საზღვაო საზღვაო საზღვაო სანაპიროზე 50 კილომეტრიანი (92.6 კმ, 57.5 მილი) საზღვაო სამხედრო საზღვარია და ყვითელ ზღვაში უცხოური გემების და თვითმფრინავების მოძრაობა აკრძალულია ნებართვის გარეშე.

ბუნებრივი რესურსები

რედაქტირება

ბუნებრივი რესურსებია ქვანახშირი, ნავთობი, ტყვია, ვოლფრენი, თუთია, გრაფიტი, მაგნეზიტი, რკინის საბადო, სპილენძი, ოქრო, პიირტები, მარილები, ფლორზერი და ჰიდროენერგეტიკის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. North Korea says it faces worst drought in a century. BBC (17 June 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 June 2015. ციტირების თარიღი: 19 June 2015.