ჩრდილოეთის რეგიონი (კამერუნი)

ჩრდილოეთის რეგიონი (ინგლ. North Region, ფრანგ. Région du Nord) — რეგიონი კამერუნის ჩრდილოეთ ნაწილში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კამერუნის უკიდურესი ჩრდილოეთის რეგიონს, სამხრეთიდან ადამავის რეგიონს, დასავლეთიდან ნიგერიას, აღმოსავლეთიდან ჩადს და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი გარუა.

რეგიონი
ჩრდილოეთის რეგიონი
ინგლ. North Region
ფრანგ. Région du Nord
ქვეყანა კამერუნის დროშა კამერუნი
ადმ. ცენტრი გარუა
შიდა დაყოფა Bénoué, Faro, Mayo-Louti და Mayo-Rey
კოორდინატები 9°19′14″ ჩ. გ. 13°23′44″ ა. გ. / 9.32056° ჩ. გ. 13.39556° ა. გ. / 9.32056; 13.39556
დაარსდა 1983
ფართობი 66 090 კმ²
მოსახლეობა 2 410 936[1][2][3][4] კაცი (2005)
სიმჭიდროვე 36,48 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება

რეგიონის დიდი ნაწილი დაფარულია ტყიანი სავანებით, ჩრდილოეთით მცენარეულობა უფრო მეჩხერია, ბალახოვანი საფარი უფრო იშვიათია, ხეები უფრო იზოლირებულია. ყველაზე უფრო გავრცელებული სახეობებია — აკაცია, ბაობაბი, პალმების ზოგიერთი სახეობა. ცხოველებს შორის ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანია ბეჰემოთი, ტურა, მაიმუნების ზოგიერთი სახეობა, ქვეწარმავლების სხვადასხვა სახეობა. ქალაქ გარუას სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ბენუეს ეროვნული პარკი.

მოსახლეობა

რედაქტირება
 
ეთნიკური ჯგუფების გეოგრაფიული განაწილება ჩრდილოეთის რეგიონში.

მთავარი ეთნიკური ჯგუფი — მომთაბარე მუსლიმი ფულბეს ტომის ხალხი, მათ გარდა ასევე ცხოვრობს ბევრი ტომის ხალხი, რომლებიც ლაპარაკობენ ადამავის, ჩადის და ნილო-საჰარულ ენებზე. სხვადასხვა ეთნოსს შორის სასაუბრო ენაა ფულანი, საგანმანათლებლო ენა — ფრანგული.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

რეგიონი იყოფა 4 დეპარტამენტად:

ჩრდილოეთის რეგიონის დეპარტამენტები
რუკა დეპარტამენტის სახელი (ქართ.) დეპარტამენტის სახელი (ფრანგ.) ფართობი,
კმ²
ადმინისტრაციული ცენტრი
 
ბენუე Bénoué 13 614 გარუა

(Garoua)

ფარო Faro 11 785 პოლი

(Poli)

მაიო-ლუტი Mayo-Louti 4162 გუიდერი

(Guider)

მაიო-რეი Mayo-Rey 36 529 ტშოლირე

(Tcholliré)

სულ 66 090

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Fanso, V.G., Cameroon History for Secondary Schools and Colleges, Vol. 1: From Prehistoric Times to the Nineteenth Century. Hong Kong: Macmillan Education Ltd, 1989.
  • Neba, Aaron, Ph.D., Modern Geography of the Republic of Cameroon, 3rd ed. Bamenda: Neba Publishers, 1999.
  • Ngoh, Victor Julius, History of Cameroon Since 1800. Limbe: Presbook, 1996.