უკიდურესი ჩრდილოეთის რეგიონი (კამერუნი)

უკიდურესი ჩრდილოეთის რეგიონი (ინგლ. Far North Region, ფრანგ. Région de l’Extrême-Nord) — ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე რეგიონი კამერუნში. სამხრეთიდან ესაზღვრება ჩრდილოეთის რეგიონს, აღმოსავლეთიდან ჩადს და დასავლეთიდან ნიგერიას. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი მარუა.

რეგიონი
უკიდურესი ჩრდილოეთის რეგიონი
ინგლ. Far North Region
ფრანგ. Région de l’Extrême-Nord
ქვეყანა კამერუნის დროშა კამერუნი
ადმ. ცენტრი მარუა
შიდა დაყოფა Diamaré, Logone-et-Chari, Mayo Danay, Mayo-Kani, Mayo-Sava და Mayo Tsanaga
კოორდინატები 10°35′41″ ჩ. გ. 14°19′34″ ა. გ. / 10.59472° ჩ. გ. 14.32611° ა. გ. / 10.59472; 14.32611
დაარსდა 1983
ფართობი 34 263 კმ²
მოსახლეობა 3 945 168[1][2][3][4] კაცი (2005)
სიმჭიდროვე 115,14 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]

მოსახლეობა

რედაქტირება

რეგიონში ცხოვრობს 50-ზე მეტი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი, მათ შორის ბაგარები, ფულბე (მოსახლეობის უდიდესი ნაწილი) და ჩადის ენაზე მოლაპარაკე ხალხი. სხვადასხვა ერებს შორის ერთმანეთში სასაუბრო ენაა — ფულანი, განათლებულ მოსახლეობას შორის ასევე გავრცელებულია ფრანგული ენა. მოსახლეობის რელიგიური აღმსარებლობაა ისლამი, ქრისტიანობა და ტრადიციული აფრიკული სარწმუნოება.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

რეგიონი იყოფა 6 დეპარტამენტად:

უკიდურესი ჩრდილოეთის რეგიონის დეპარტამენტები
რუკა დეპარტამენტის სახელი (ქართ.) დეპარტამენტის სახელი (ფრანგ.) ფართობი,
კმ²
ადმინისტრაციული ცენტრი
 
დიამარე Diamaré 4665 მარუა

(Maroua)

ლოგონე და შარი Logone-et-Chari 12 133 კუსერი

(Kousséri)

მაიო-დანაი Mayo-Danay 5303 იაგუა

(Yagoua)

მაიო-კანი Mayo-Kani 5033 კაელე

(Kaélé)

მაიო-სავა Mayo-Sava 2736 მორა

(Mora)

მაიო-ცანაგა Mayo-Tsanaga 4393 მოკოლო

(Mokolo)

სულ 34 263