ბაგარები
ბაგარები — არაბული ტომები, რომელთა რაოდენობაც ჯამში დაახლოებით 1 მილიონს შეადგენს. მათი უმეტესობა ცხოვრობს ჩადიში და სუდანის დარფურის რეგიონში (ძირითადად ფურები, ნუბა და ფულბეები). ისინი პერიოდულად მიგრირებენ სამხრეთ სუდანსა და მიმდებარე რეგიონებში. დასავლეთი ბაჰრ-ელ-ღაზალის ჩრდილოეთ ნაწილი არის ბაგარების სამხრეთ სუდანში გადმოსახლების ტრადიციული არეალი. მათი დასახელების არაბულიდან პირდაპირი თარგმანი არის მეძროხე, ისინი საუბრობენ ჩადის არაბულზე.
1880–იანი წლების მაჰდისტების აჯანყების მთავარი მონაწილეები იყვნენ დარფურის და კორდოფანის ბაგარები. 1985 წლიდან მათ სუდანის მთავრობა სამხრეთ სუდანის დინკების მიერ შექმნილი არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად აიარაღებდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Owens, Jonathan. 2003. Arabic dialect history and historical linguistic mythology. Journal of the American Oriental Society.
- Scheinfeldt, Laura B, et al. 2010. Working toward a synthesis of archaeological, linguistic, and genetic data for inferring African population history. In John C. Avise and Francisco J. Ayala, eds., In the light of evolution. Volume IV: the human condition. Washington, D.C.: National Academies Press. Series: Arthur M. Sackler Colloquia.
- United States Department of State. 2008-06-04. Trafficking in Persons Report 2008—Sudan.
- Adam, Biraima M. 2012. Baggara of Sudan: Culture and Environment, Amazon online Books Baggara of Sudan: Culture and Environment.