მარუა (ფრანგ. Maroua) — ქალაქი კამერუნის ჩრდილოეთში. უკიდურესი ჩრდილოეთის რეგიონის და დიამარეს დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი. 2005 წლის აღწერის მონაცემების თანახმად ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს — 201 371 ადამიანს[1][2].

ქალაქი
მარუა
ფრანგ. Maroua

ქალაქის ხედი ავტოგზიდან
ქვეყანა კამერუნის დროშა კამერუნი
რეგიონი უკიდურესი ჩრდილოეთის რეგიონი
კოორდინატები 10°34′56″ ჩ. გ. 14°19′39″ ა. გ. / 10.58232194° ჩ. გ. 14.32754500° ა. გ. / 10.58232194; 14.32754500
ცენტრის სიმაღლე 384
მოსახლეობა 201 371 კაცი (2005)
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი 00237
მარუა — კამერუნი
მარუა

გეოგრაფია

რედაქტირება

ქალაქი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მანდარის მთების ძირში. მარუა განლაგებულია მდინარე კალიაოს დინების გასწვრივ[3].

ეკონომიკა

რედაქტირება

მარუა ავტომაგისტრალების გადაკვეთაზე მდებარე მთავარი სავაჭრო ცენტრია. ქალაქის შემოგარენში ნაწარმოები სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია მიეწოდება გარუაში, ხოლო შემდეგ მდინარე ბენუეს საშუალებით კიდევ უფრო შორს — ნიგერიაში[3].

განვითარებულია საფეიქრო მრეწველობა. ფუნქციონირებს სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი. განვითარებულია ხელსაქმეობა — ქარგვა, ტყავის გამოყვანა, ლითონის და საიუველირო ნაკეთობების დამზადება, მექოთნეობა[3].

ქალაქს ემსახურება მეზობელ პატარა ქალაქ სალაკში მდებარე მარუას საერთაშორისო აეროპორტი[4].

თანამედროვე ქალაქი

რედაქტირება

მარუაში მუშაობს ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომლის ექსპოზიცია ეძღვნება ადგილობრივი მოსახლეობის კულტურას და ყოფაცხოვრებას[3].

ქალაქში არსებობს მოქმედი პროტესტანტული ეკლესია და რამდენიმე მეჩეთი[3].

მუშაობს ჰოსპიტალი და ვეტერინარული სადგური. ქალაქის ჩრდილოეთ შემოგარენში მდებარეობს ვაზას ეროვნული პარკი[3].

  1. მოსახლეობის 2005 წლის აღწერა (geohive)
  2. მოსახლეობის 2005 წლის აღწერა (citypopulation)
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Maroua. Britannica Online Encyclopedia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-30. ციტირების თარიღი: 2011-05-09.
  4. Maroua-Salam Airport profile. Aviation Safety Network. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-24. ციტირების თარიღი: 2011-05-09.