ჩოხატაურის მიწერილი სანადირო მეურნეობა

ჩოხატაურის მიწერილი სანადირო მეურნეობამიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ ჩოხატაურის რაიონში. რაიონის მონადირეთა საზოგადოებაზე მიწერილი იყო 61 000 ჰექტარი სანადირო სავარგული. მისი საზღვრები იყო: აღმოსავლეთით — ვანის რაიონი, დასავლეთით — მახარაძისა და ლანჩხუთის რაიონები, ჩრდილოეთით — სამტრედიისა და ლანჩხუთის რაიონები, სამხრეთით — აჭარის ასსრ და ადიგენის რაიონი.

სანადირო მეურნეობის განვითარებისათვის აქ დიდი შესაძლებლობა იყო. ამ რაიონის სანადირო ფაუნის შემადგენლობაში იყო არჩვი, შველი, მაჩვი, ციყვი, კვერნა, დათვი, ტურა, მელა, გარეული კატა და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება