ჩოი იხიუნი ( კორ. 최익현?, 崔益鉉? ; დ. 14 იანვარი, 1834, ფოჩონი, გიონგიდოს პროვინცია — გ.1 იანვარი, 1907, კუნძული ცუსიმა) — კორეელი მეცნიერი, პოლიტიკოსი, კორეის დამოუკიდებლობის მოძრაობის მონაწილე. ცნობილი ფსევდონიმით — მიეონამი (면암).[1]

ჩოი იხიუნი
მშობლიური სახელი 최익현
დაბადების თარიღი 14 იანვარი 1834
ფოჩონი გიონგიდოს პროვინცია
გარდაცვალების თარიღი 1 იანვარი 1907
კუნძული ცუსიმა
საქმიანობა პოლიტიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჩოი იხიუნი დაიბადა გიონგიდოს პროვინციაში, ქალაქ პოჩეონში, 1834 წელს. იზრდებოდა ღარიბ ოჯახში, რომელიც ხსირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. როდესაც ის 4 წლის იყო, გადავიდა ქალაქ დანიანგში, ცუნჩეონგის პროვინციაში. 14 წლის ასაკში, მამის ხელმძღვანელობით, იგი გახდა ცნობილი კონფუციანელი მეცნიერის ლი ხანოს (ფსევდონიმი - Hwaso 화서) მოსწავლე. მასწავლებელმა მას მიანიჭა ფსევდონიმი მიეონამი და ურჩია წაეკითხა კუნფუციანელთა სხვადასხვ ნაშრომები. ასევე ცოდნას ეუფლებოდა კიმ გიჰიუნის ხელმძღვანელობით.

ჩოი იხიუნმა მემკვიდრეობით მიიღო მასწავლებელ ჰვასოს იდეები და მთელი ცხოვრება მიუძღვნა ვიჯეონგ-ჩეოქსას ულტრაკონსერვატიული მორალის გათავისებას, რომელიც ქადაგებს: „შეინარჩუნე ის, რაც სწორია, განდევნე ის, რაც არის უცხო“, მხარს უჭერდა სოციალური წესრიგის, მათ შორის, მონარქიის შენარჩუნებას,გამოდიოდა კონფუციანიზმის კრიტიკის წინააღმდეგ. [2] ვიჟონ-ჩოქსას მოძრაობის იდეოლოგიური ლიდერი იყო ლი ჰანო. [3]

ჩოი იხიუნი ჩართული იყო პოლიტიკაში ჯოსონის დინასტიის დასრულებიდან, რომელიც შეიცვალა კორეის იმპერიით (1897). იგი ასევე იყო კორეის დამოუკიდებლობის მოძრაობის მონაწილე.

ლი ჰანოს ცხოვრების განმავლობაში ჩოი იხიუნმა თავი შეიკავა რეგენტული პოლიტიკის ღიად კრიტიკისგან და 1863 წელს მან სრულად დაუჭირა მხარი დევონგუნის რეგენტ ლი ჰეუნის მმართველობას და რეფორმების პოლიტიკას, რადგან დაუპირისპირდა ანდონგ კიმის ჯგუფს და მხოლოდ მოძღვრის გარდაცვალების შემდეგ შეძლო ღიად გამოსვლა ჯგუფის წინააღმდეგ. ჩოი იხიუნმა მკაცრად გააკრიტიკა ლი ჰეუნი, დაადანაშაულა იგი თავისი უფლებამოსილების გადამეტებაში, რაც უპირველეს ყოვლისა განპირობებული იყო რეგენტის მიერ 1592-1598 წლების იმდინის ომის დროს დანგრეული გიონბოკგუნგის სასახლის აღდგენის პოლიტიკით. ჩოი იხიუნს სჯეროდა, რომ სასახლის აღდგენა მატერიალური და ადამიანური რესურსების უაზრო ფლანგვა იყო.

1855 წელს ჩოი იხიუნმა წარმატებით ჩააბარა "კვაგოს" სახელმწიფო გამოცდები წოდების მოსაპოვებლად და დაიკავა სხვადასხვა თანამდებობები: იყო სამეფო ოფისის უფროსი თანამდებობის პირი, მეფის მრჩეველი და ასევე სამეფო განყოფილების ჩინოვნიკი, რომელიც დაკავებული იყო სამეფო ოჯახის და ვანგის ახლო ნათესავების საქმეებით. ამ თანამდებობაზე ყოფნისას სათავეში ჩაუდგა მოძრაობას რეგენტის ჩამოშორების მიზნით და გაუგზავნა მას პეტიცია, რომელშიც საუბრობდა, რომ ლეგიტიმური მმართველი გოჯონგი უკვე სრულწლოვანი იყო და აღარ სჭირდებოდა მამის რეგენტობა. რეგენტის დამხობის კამპანია მალე წარმატებით დაგვირგვინდა. [4]

მალე ჩოი იხიუნმა გააკრიტიკა მინის კლანის და მეფე გოჯონგის პოლიტიკა. ახალმა მთავრობამ დაიწყო უცხოელებთან ვაჭრობის შესაძლებლობის განხილვა, თუმცა ჩოი იხიუნს კატეგორიულად არ სურდა დასავლური იდეებისა და დასავლური კაპიტალის ქვეყანაში შეღწევა.

1876 წლის განღვას სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ, ჩოი იხიუნმა ცული ჩამოიკიდა ზურგზე და ისაუბრა განღვამუნის მოედანზე, სადაც მან დაასახელა 5 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გაეხსნა ქვეყანას საზღვრები უცხოელებისთვის. ცულის დემონსტრირებით გამოხატა მზადყოფნა "მოკვდეს აქ და ახლა" თავისი ქვეყნისთვის. თუმცა სასამართლომ უგულებელყო მისი სიტყვა და მალევე გადაასახლა 4 წლის ვადით კუნძულ ჰიქსანდოს ციხეში. თუმცა, გადასახლებამ ვერ შეაჩერა ჩოი იხიუნი.

1905 წელს, იაპონია-კორეის პროტექტორატის ხელშეკრულების ხელმოწერის დღესთან დაკავშირებით, ჩოი იხიეონმა შეკრიბა მოხალისეთა რაზმი, რომელიც მზად იყო დაპირისპირებისთვის იმ ბიუნჩანგთან, იმნაკთან და სხვებთან ერთად. აჯანყება მოხდა ჩრდილოეთ ჯეოლა-დოს პროვინციაში ქალაქ ჯეონგეუპში. აჯანყება ჩაახშეს სამთავრობო ძალებმა, ჩოი იხიუნი დააპატიმრეს და გადაასახლეს კუნძულ ცუშიმაზე. გადასახლების დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა იმის გამო, რომ არ სურდა იაპონელების ხელიდან საკვები მიეღო და თმა იაპონურ სტილში შეეჭრა, თუმცა მალევე უარი თქვა შიმშილის იდეაზე.

სამი თვის შემდეგ, 1907 წელს, ჩოი იხიუნი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა გადასახლებაში, 74 წლის ასაკში. 1962 წელს გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოვდა ორდენით სახელმწიფოს წინაშე გაწეული სამსახურისთვის.

  1. 최익현 초상 - 문화재청 국가문화유산포털
  2. Ли Ги Бэк «История Кореи: Новая трактовка»., М.: Русское слово (РС), 2000. — 464 с. — стр. 290
  3. Тягай Г. Д. Формирование идеологии национально-освободительного движения в Корее. М: Наука 1983, с.49
  4. Тихонов В. М., Кан Мангиль, История Кореи: В 2 т. Т. 1: С древнейших времен до 1904 г. М.: Наталис, 2011., стр. 378