ჩობეს ეროვნული პარკი
ჩობეს ეროვნული პარკი — ბოტსვანის პირველი ეროვნული პარკი, რომელიც ყველაზე მეტად გამოირჩევა ბიოლოგიური მრავალფეროვნებით. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთით. სიდით ბოტსვანის მესამე პარკია, კალაჰარის ცენტრალური ნაკრძალისა და გემსბოკის ეროვნული პარკის შემდეგ. პარკში სამონადირეო რესურსების ერთ-ერთი უდიდესი კონცენტრაციაა აფრიკის მასშტაბით.
ჩობეს ეროვნული პარკი | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
გნუები და ზებრები ჩობეს ეროვნულ პარკში
| |
ქვეყანა | ბოტსვანა |
უახლოესი ქალაქი | კასანე |
კოორდინატები | 18°40′ ს. გ. 24°30′ ა. გ. / 18.667° ს. გ. 24.500° ა. გ. |
ფართობი | 11 700 |
დაარსდა | 1967 |
პარკში ლომების პოპულაციაა, რომელიც აფრიკული სპილოებით იკვებება, უმეტესწილად ახალშობილებითა და პატარებით,[1] თუმცა, ზოგჯერ ზრდასრული სპილოებითაც.[2]
ისტორია
რედაქტირებათავდაპურველად პარკის ტერიტორიაზე ბუშმენები ცხოვრობდნენ (რომელთაც ბოტსვანაში ბასარვას ხალხს უწოდებენ). ისინი მომთაბარე მონადირე-შემგროვებელი ცხოვრების წესს მისდევნდენ, გამუდმებით მოგზაურობდნენ ერთი ადგილიდან მეორეზე საკვების საშოვნელად, ხილისა და წყლის მოსაპოვებლად და გარეუი ცხოველების მოსანადირებლად. დღესდღეობით პარკის კლდოვან ბორცვებზე ბუშმენთა ნახატების ნახვაა შესაძლებელი.
სხვადასხვა სახეობის ველური არსების დასაცავად და ტურიზმის ხელშეწყობისთვის ეროვნული პარკის შექმნის იდეა 1931 წელს გაჩნდა. იმავე წელს ჩობეს რაიონის 24 000კმ² მიწა არასამონადირეო ტერიტორიად გამოცხადდა, მომდევნო ორი წლის შემდეგ კი დაცული ტერიტორია 31 600კმ²-მდე გაიზარდა. 1943 წელს რეგიონში ცეცეს ინფექციის გავრცელების გამო ეროვნული პარკის შექმნის იდეა გადაიდო. პროექტმა 1953 წელს კვლავ მიიპყრო მთავრობის ყურადღება: 21 000კმ² მიწის ველური ბუნების ნაკრძალად გამოცხადება გადაწყვიტეს. ჩობეს ველური ბუნების ნაკრძალი 1960 წელს შექიმნა, თუმცა უფრო მცირე ფართობზე. 1967 წელს ნაკრძალი ეროვნულ პარკად გამოცხადდა.
გეოგრაფია და ეკოსისტემა
რედაქტირებაპარკი 4 სივრცედ იყოფა, რომლებიც განსხვავებულ ეკოსისტემებს წარმოადგენენ:
- სერონდელას სივრცე (ჩობეს მდინარისპირეთი) — მდებარეობს პარკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. პარკის დიდი ნაწილი ტექის ხისა და წითელი ხის ჯიშებს მოიცავს. მდინარე ჩობე პარკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს მიუყვება, წყლის უმთავრესი წერტილია, განსაკუთრებით მშრალი სეზონის დროს (მაისიდან ოქტომბრამდე) სპილოების, ჟირაფების, ანტილოპებისა და აფრიკული კამეჩების ოჯახებისთვის. ჭალები ერთადერთი ადგილიაბოტსვანაში, სადაც პუკუ ანტილოპების ნახვაა შესაძლებელი. სეზონის განმავლობაში პარკში დიდი რაოდენობით ჟეროები, იბისები, სხვადასხვა სახის წეროები, იხვები და ბატისნაირნი გვხვდება. ჩობეს ეროვნული პარკის ყველაზე მონახულებადი სივრცე სწორედ სერონდელას სივრცეა, რადგანაც ის ყველაზე ახლოს მდებარეობს ვიქტორიას ჩანჩქერთან.
- სავუტის ჭაობის სივრცე — მოიცავს 10 878 კმ² ტერიტორიას. ჭაობი დიდი ხნის წინ ტექტონიკური მოძრაობების გამო ტბისთვის წყლის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ წარმოიქმნა. რეგიონი ფართო სავანებითა და მდელოებითაა დაფარული. წვიმის სეზონის დროს პარკის ამ ტერიტორიაზე 450 სახეობის ფრინველი შეიმჩნევა. აქვე ვხვდებით ლომების, აფთრების, ზებრების და შედარებით იშვიათად, ავაზების პრაიდებსაც.
- ლინიანტის ჭაობი' — მდებარეობს პარკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სავუტის ჭაობის ჩრდილოეთით, მდინარე ლინიანტის მიმდებარედ. ამ ნაწილში აფრიკული ლეოპარდების, აფრიკული გარეული ძაღლების, ლომების, ცხენისებრი ანტილოპების, შავი ანტილოპების, ჰიპოპოტამებისა და აფრიკული სპილოების დიდი კონცენტრაციაა. იშვიათი სახეობებიდან პარკის ამ ნაწილში წითელი ლიჩები და ნილოსის ნიანგები გვხვდება.
- ლინიანტისა და სავუტის ჭაობებს შორის ცხელი და მშრალი ჰინტერლანდი მდებარეობს, რომელიც ძირითადად ნოგატსაას ტყეს უკავია. პარკის ეს ნაწილი არც თუ ისე ცნობილია და შესანიშნავი ადგილია კენებზე დაკვირვებისთვის.
სპილოების კონცენტრაცია
რედაქტირებაჩობეს ეროვნული პარკი ცნობილია სპილოთა დიდი პოპულაციით. პარკის ტერიტორიაზე ბინადარი სპილოები კალაჰარის სახეობას მიეკუთვნებიან. მათ უფრო მყიფე ძვლები და ეშვები აქვთ, რაც ნიადაგში კალციუმის დეფიციტის ნაკლებობითაა გამოწვეული. ამის გამო სპილოების დიდი რაოდენობა კონკრეტულ ადგილებში იყრის თავს. ზოგან კონცენტრაცია იმდენად მაღალია, რომ რაოდენობის ხელოვნურად შემცირებაც გადაწყვიტეს,თუმცა წინააღმდეგობის გამო პროექტზე უარი თქვეს. მშრალი სეზონის დროს სპილოები მდინარე ჩობესა და მდინარე ლინიანტისკენ გადაადგილდებიან. წვიმის სეზონზე კი სპილოები სამხრეთ-აღმოსავლეთით 200 კმ-ს გადიან. სპილოების გადაადგილების საზღვრები პარკისას სცდება და ჩრდილო-დასავლეთით ზიმბაბვემდე ვრცელდება.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Power, R. J.; Compion, R. X. Shem (2009). „Lion predation on elephants in the Savuti, Chobe National Park, Botswana“. African Zoology 44 (1): 36–44. doi:10.3377/004.044.0104.
- ↑ Sunquist, Fiona; Sunquist, Mel (2014-10-02) „Bibliography“, The Wild Cat Book: Everything You Ever Wanted to Know about Cats. China: University of Chicago Press, გვ. 8. ISBN 0-2261-4576-X.