ჩობანდაღი
მთა საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე, კახეთის მხარეში და აღსთაფის რაიონში
ჩობანდაღი (აზერ. Çobandağ) — მთა საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე. მოქცეულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტისა და აღსთაფის რაიონის ფარგლებში. მდებარეობს მდინარე ივრის ქვემო დინებისა და მტკვრის წყალგამყოფის — ჩობანდაღის ქედის თხემზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 892 მ. აგებულია ქვედა და შუა სარმატული თიხებითა და ქვიშაქვებით. მთა ოდნავ არის ამაღლებული ირგვლივ მდებარე ზედაპირიდან და შემოსილია სტეპის ბალახმცენარეულით. წარმოადგენს საზამთრო საძოვარს.
ჩობანდაღი | |
---|---|
კოორდინატები: 41°15′48″ ჩ. გ. 45°44′20″ ა. გ. / 41.26333° ჩ. გ. 45.73889° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო აზერბაიჯანი |
ტერიტორიული ერთეული | კახეთის მხარე აღსთაფის რაიონი |
სიმაღლე | 892 მ |
ქედი | ჩობანდაღის ქედი |
ამგებელი ქანები | თიხა და ქვიშაქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ნემანიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 145.