აღსთაფის რაიონი
აღსთაფის რაიონი (აზერ. Ağstafa) — რაიონი აზერბაიჯანის რესბუპლიკის დასავლეთ ნაწილში. დაარსდა 1939 წლის 24 იანვარს, როგორც აზერბაიჯანის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ოლქი.
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
აღსთაფის რაიონი აზერ. Ağstafa rayonu | ||
ქვეყანა | აზერბაიჯანი | |
ადმ. ცენტრი | აღსთაფა | |
კოორდინატები | 41°07′08″ ჩ. გ. 45°27′14″ ა. გ. / 41.11889° ჩ. გ. 45.45389° ა. გ. | |
დაარსდა | 1939 | |
ფართობი | 1504 კმ² | |
მოსახლეობა | 88 379 (1 იანვარი, 2020) | |
სატელეფონო კოდი | 994 22 | |
საფოსტო ინდექსი | AZ 0500 | |
საავტომობილო კოდი | 05 | |
ოფიციალური საიტი | http://www.agstafa-ih.gov.az/ | |
| ||
ეკონომიკა
რედაქტირებარეგიონი მდიდარია ბენტონიტით, ქვიშით, ცემენტური მასალებით (მაგალითად ვულკანური ფერფლი) და სხვა რესურსებით, რომლებიც აღსთაფის ეკონომიკის ბირთვად ითვლება.
აღსთაფა ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო ისტორიული „აბრეშუმის გზის“ ვაჭრობის გამო. მომავალი ქარავანი, საქართველოდან და ირანიდან, ჩერდებოდა აღსთაფში. ამიტომ მას დაარქვეს „აქლემის მარშრუტი“. 1990-იან წლებში ქარავანის მარშრუტი ხელახლა დაარსდა „TRACECA“-ის პროექტის ფარგლებში, რომელიც წამოიწყო ჰეიდარ ალიევის ადმინისტრაციამ.
შემდგომ პერიოდშიც აღსთაფა კვლავ მნიშვნელოვან რეგიონად ითვლებოდა, რადგან აქ გადიოდა 1881 წელს აშენებული ბაქო–თბილისის სარკინიგზო მაგისტრალი. 1914 წელს აშენდა სარკინიგზო მაგისტრალი, რამაც ხელი შეუწყო აღსთაფას აღმშენებლობას.[1] არსებული სარკინიგზო მაგისტრალის გარდა, გეოსტრატეგიული მნიშვნელობა გაზარდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენებმაც.[2]
დემოგრაფია
რედაქტირებააღსთაფას რაიონის ტერიტორია 1504 კმ2-ს შეადგენს, 2013 წლის პირველი ოქტომბრის მონაცემებით რეგისტრირებული მოსახლეობა 83.3 ათას ადამიანს შეადგენდაა. 2017 წლის 1 იანვრის მონაცემებით კი რაიონის მოსახლეობა 86 529 იყო. აქედან ქალაქში ცხოვრობდა 21 205, ხოლო სოფელში 65 0324.
ამჟამად დასაქმებულთა რაოდენობაა 43 481, აგრეთვე, სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავეთა რაოდენობა 17 855 ადამიანის შეადგენს, ინდუსტრიაში მომუშავე 330 თანამშრომელია, ხოლო განათლების სფეროში მომუშავე თანამშრომლები 3726. მთიანი ყარაბაღიდან და სხვა ტერიტორიებიდან 77 ოჯახი (223 ადამიანი) დროებით დასახლდა აღსთაფას რეგიონში. რეგიონში დასახლებული ლტოლვილთა საერთო რიცხვი 1698 ადამიანს შეადგენს, რაც 457 ოჯახია.
სახელმწიფო კომიტეტის 2018 წლის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობა 87 200 ადამიანს შეადგენდა, რაც 2000 წლიდან მოყოლებული 74 500 რაოდენობა ადამიანიდან გაიზარდა, რაც 12 700 ადამიანით მატებას ნიშნავს (დაახლოებით 17 %-ით).[3] მთლიანი მოსახლეობიდან 43 000 კაცია, ხოლო 44 200 კი ქალი.[4] მოსახლეობის 26,4 %-ზე მეტს (დაახლოებით 23 100 ადამიანის ტოლია) შეადგენენ ახალგაზრდები 14-29 ასაკის ფარგლებში მყოფნი.[5]
განათლება
რედაქტირებარეგიონში 39 ბიბლიოთეკა, 13 კულტურის სახლი, 1 მუსიკალური სკოლა, 3 მუზეუმი, 1 სამხატვრო გალერეა და 25 კლუბია. რაიონის მოსახლეობას ემსახურება რაიონის საავადმყოფო, 1 სოფლის საავადმყოფო და 15 სოფლის ჯანდაცვის სამსახური.რეგიონში 39 სკოლა, 4 სკოლამდელი და 34 საბავშვო ბაღია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- На сайте Azerbaijan დაარქივებული 2018-12-25 საიტზე Wayback Machine.
- Официальный сайт Агстафинского районного суда დაარქივებული 2019-10-13 საიტზე Wayback Machine.
- Azərbaycan haqqında ətraflı məlumat
- wikimapia.org
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ağstafa şəhəri. Retrieved September 28, 2010
- ↑ Ağstafa rayonu. Retrieved September 28, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 6, 2011. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 13, 2019.
- ↑ Political division, population size and structure: Population by towns and regions of the Republic of Azerbaijan en. ციტირების თარიღი: 2018-12-18
- ↑ Political division, population size and structure: Population by sex, towns and regions, urban settlements of the Republic of Azerbaijan at the beginning of the 2018 en. ციტირების თარიღი: 2018-12-18
- ↑ Political division, population size and structure: Population at age 14-29 by towns and regions of the Republic of Azerbaijan at the beginning of the 2018 en. ციტირების თარიღი: 2018-12-18