ჩიტისთვალა
ჩიტისთვალა (ლათ. Asperula) — ერთ- ან მრავალწლოვან მცენარეთა გვარი ენდროსებრთა ოჯახისა. ბალახები ან ბუჩქბალახებია.
ჩიტისთვალა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Asperula | ||||||||||||
|
200-მდე სახეობა გავრცელებულია უმთავრესად ხმელთაშუაზღვისპირეთში. კავკასიაში გვხვდება 23 სახეობა (6 ენდემი), საქართველოში — 16, მათგან ერთი Asperula abchasica საქართველოს ენდემია.
ჩიტისთვალა იზრდება როგორც მშრალ, ისე ტენიან ფერდობებზე, ტყეში, ბუჩქნარებში, კირქვებზე, მორენებზე, მთის ქვედა სარტყელიდან ალპურ სარტყელამდე. ჩიტისთვალას ღერო შეიცავს მწვანე საღებავს, ფესვი — ყვითელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 140.