ჩიკორთევზა
ჩიკორთევზა,[1] მრგვალთევზა[1] (ლათ. Prosopium) — მტკნარი წყლის თევზების გვარი ორაგულისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 20–40 სმ-ია, აქვს ლილვაკისებრი ფორმა. პირი პატარაა, დინგი ვიწრო, თავიც მცირე ზომის. მოზარდეულს გვერდებსა და ზურგზე მუქი ლაქები აქვს. ცნობილია 6 სახეობა. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ამერიკაში და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში. იკვებებიან სხვადასხვა უხერხემლო ცხოველებით. ჩვეულებრივ ჩიკორთევზას (P. cylindraceum) ადგილობრივი სარეწაო მნიშვნელობა აქვს (სიგრძე დაახლ. 52 სმ, მასა 2,2 კგ).[2]\
ჩიკორთევზა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჩვეულებრივი ჩიკორთევზა (Prosopium cylindraceum) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Prosopium (Jordan, 1878) | |||||||||||||
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 გოგმაჩაძე თ., თევზების ნომენკლატურა : ლექსიკონი, ბათუმი: გამომც. „აჭარა“, 2018. — გვ. 79, ISBN 978-9941-460-45-6.
- ↑ Решетников Ю. С. Вальки // Большая российская энциклопедия. т. 4. — М., 2006. — стр. 555–556.