ჩვეულებრივი შინდი

ჩვეულებრივი შინდი (ლათ. Cornus mas) — მცენარე შინდისებრთა ოჯახისა. საქართველოს ჭალისა და ვაკის ტყეების, მთებისწინა კალთების, განსაკუთრებით მუხნარებისა და რცხილნარების, დამახასიათებელი მცენარეა. ქვეტყეს ქმნის.

ჩვეულებრივი შინდი

ჩვეულებრივი შინდი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
გვარი:  ჩვეულებრივი შინდი
ლათინური სახელი
Cornus mas
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 79914024
Cornus mas

ჩვეულებრივ 3-5 მეტრის სიმაღლის ბუჩქია, თავისუფალ ადგილას პატარა, 5-7 მეტრის სიმაღლის ხედ იზრდება. ნაყოფი მრავალნაირი აქვს - ტკბილი, მჟავე, წითელი, იშვიათად ყვითელი. მოყვითალო ფერის შინდს ოქროშინდას ეძახიან. ველურ ჯიშთა შორის გამოყოფილია რამდენიმე სახესხვაობა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კეცხოველი ნ. კულტურულ მცენარეთა ზონები საქართველოში გვ. 324, თბ., 1957