ჩვეულებრივი ტანრეკი

ჩვეულებრივი ტანრეკი (ლათ. Tenrec ecaudatus) — ძუძუმწოვარი ცხოველი ტანრეკისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 26–39 სმ; აქვს ძალიან მოკლე (1 სმ-მდე სიგრძის) კუდი. მასა — 1,5–2,5 კგ. მწერიჭამიებს შორს ყველაზე დიდი ზომისაა. შეფერილია რუხად ან მოწითალო-რუხად. დაფარულია უხეში ბალნითა და ეკლებით, თავზე მოკლე ბეწვი აქვთ. ყურები მოძრავი, მცირე ზომის და მომრგვალებულია. თვალები პატარაა. ცხვირი საკმაოდ მოძრავი და მგრძნობიარეა, რასაც საკვების მოპოვების დროს იყენებს. ბინადრობს სხვადასხვა გარემოში; აქტიურია ღამით. ბუდეს იკეთებს ქვებისა და მორების ქვეშ ბალახებისგან და სხვა მცენარეებისაგან. გავრცელებულია აფრიკის სამხრეთ-დასავლეთი სანაპიროს კუნძულებზე, მათ შორის: მადაგასკარი, მავრიკი, რეუნიონი, სეიშელის და კუნძულები. სქესობრივ სიმწიფეს 1 წლის ასაკში აღწევენ მაკეობა 50–60 დღე-ღამე გრძელდება, დედალი ყრის 10–12 ნაშიერს. იკვებება ძირითადად უხერხემლოებით, ბაყაყებით, პატარა მღრღნელებით. ცოცხლობს 3–6 წელი.

ჩვეულებრივი ტანრეკი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Tenrec ecaudatus (Schreber, 1778)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 40595

ლიტერატურა

რედაქტირება

  • ელდერტონი, დევიდ, „ცხოველების ენციკლოპედია“, მთარგმ. ნ. ბელთაძე, გვ. 14, თბ.: გამომც. „პალიტრა L“, 2018.