თეთრი სქელშუბლა

(გადამისამართდა გვერდიდან ჩვეულებრივი სქელშუბლა)

თეთრი სქელშუბლა, ჩვეულებრივი სქელშუბლა (ლათ. Hypophthalmichthys molitrix) — მტკარი წყლის თევზი კობრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის საშუალო სიგრძეა 60–100 სმ, მაქსიმალური სიგრძე 140 სმ,[1] ხოლო წონა 50 კგ.[2] ბინადრობს მდინარე ამურის აუზში, სადაც მისი წონა 16 კგ აღწევს.[3] გვხვდება მდინარეებში, ტბებსა და ტბორებში. სხეული დაფარულია წვრილი ქერცლით, ზურგი რუხი-მომწვანო ფერისაა, გვერდები მოვერცხლისფრო. დიდი, სწრაფმზარდი ჯოგური პელაგიური თევზია. იკვებება ფიტოპლანქტონით, მცირე ზომის ბენთოსური ორგანიზმებითა და დიატომური წყალმცენარეებით. სქესობრივ სიმწიფეს კლიმატური პირობების შესაბამისად, აღწევს სხვადასხვა ასაკში: მდინარე ამურში 6–8 წლისა, ჩრდილოეთის რეგიონებში 6–9 წლისა, სამხრეთში 4–5 წლისა, წყალსატევებში 3–4 წლისა. ნაყოფიერება 1 მლნ. ქვირითი და მეტი. ქვირითი პელაგიურია. იზამთრებს ღრმა ორმოებში ღრმა ძილის მდგომარეობაში. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული განხორციელდა თეთრი და ჭრელი სქელშუბლის მასიური განსახლება. თეთრი სქელშუბლა ინტროდუცირებულია და გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველოში 1962 წლიდან არის აკლიმატიზებული.[4]

თეთრი სქელშუბლა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
ოჯახი:  კობრისებრნი
გვარი:  სქელშუბლა
სახეობა:  თეთრი სქელშუბლა
ლათინური სახელი
Hypophthalmichthys molitrix
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 166081
  1. Maccracken, J. (2016). Bureau County Illinois Fishing & Floating Guide Book.
  2. Froese, Rainer and Pauly, Daniel, eds. (2006). "Hypophthalmichthys molitrix" in FishBase. April 2006 version
  3. Белый толстолобик // Агространа
  4. ოთარ ობოლაძე, რევაზ ხითარიშვილი. თევზის მომშენებელ-ოპერატორი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-27. ციტირების თარიღი: 2021-03-06.