ჩვეულებრივი ალკაბერი[1] (ლათ. Synthliboramphus antiquus) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგის ალკასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 25 სმ-მდე, იწონის დაახლოებით 200 -ს. ზურგი რუხია, თავი — შავი, თეთრი ზოლით, მუცელი თეთრია. გავრცელებულია წყნარი ოკეანის ჩრდილოეთი ნაწილის სანაპიროებსა და კუნძულებზე. ზამთარში მომთაბარეობს სამხრეთით, იაპონიასა და კალიფორნიამდე. ბუდობს სანაპირო კლდეებზე, დებს 2 კვერცხს ნაპრალებში, ქვების ქვეშ. იკვებება ზღვის მცირე უხერხემლოებით.

ჩვეულებრივი ალკაბერი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Synthliboramphus antiquus (Gmelin, 1789)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22694896

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 80, 98, 184.