ჩეხონი (ლათ. Pelecus cultratus) — ნახევრად გამსვლელი ან მტკნარი წყლის თევზი კობრისებრთა ოჯახისა. აქვს წაგრძელებული, გვერდებიდან შებრტყელებული სხეული, რომლის სიგრძე 30-40 (ზოგჯერ 60-მდე) სმ, მასა — 300-400 გ — 2 კგ აღწევს. გავრცელებულია ბალტიის, შავ, კასპიისა და არალის ზღვებში, აგრეთვე ტბებსა და წყალსატევებში. პელაგიური თევზია, ცხოვრობს წყლის სქელ ფენებში. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3-5 წლისა. ტოფობს მაის-ივნისში. ნახევრად გამსვლელი ფორმები იზამთრებენ მდინარეებში. იკვებება უხერხემლოებითა და წვრილი თევზებით. ძვირფასი სარეწაო თევზია.

ჩეხონი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
რიგი:  კობრისნაირნი
ოჯახი:  კობრისებრნი
სახეობა:  ჩეხონი
ლათინური სახელი
Pelecus cultratus
(კარლ ლინე, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 16494

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Никольский Г. В., Частная ихтиология, 3 изд., М., 1971.