ჩეჩნეთის გული (ჩეჩ. Нохчийчоьнан дог) — XXI საუკუნეში აგებული მეჩეთი გროზნოში. იგი ერთ-ერთი უდიდესი მეჩეთია რუსეთსა და ევროპაში[1]. მისი მშენებლობა დაიწყო 2006 წლის აპრილში და დასრულდა 2008 წლის ოქტომბერში[2].

აჰმად კადიროვის მეჩეთი

მოკლე მონაცემები

რედაქტირება

მეჩეთი „ჩეჩნეთის გული“ ერთ-ერთი უდიდესი მეჩეთია მსოფლიოში. იგი გაიხსნა 2008 წლის 17 ოქტომბერს და ეწოდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდეტისა და არაღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა - იჩქერიის ყოფილი მუფთის ახმად კადიროვის სახელი.

მეჩეთი მდებარეობს მდინარე სუნჯის ნაპირზე, უზარმაზარი პარკის შუაგულში და შედის ისლამურ კომპლექსში, რომელშიც გარდა მეჩეთისა შედის კუნტა-ჰაჯის სახელობის რუსეთის ისლამური უნივერსიტეტი და ჩეჩნეთის რესპუბლიკის მუსულმანთა სასულიერო სამმართველო.

მეჩეთი აგებულია კლასიკურ ოსმალურ სტილში. მეჩეთის ცენტრალური ნაწილი გადახურულია გუმბათით, რომლის დიამეტრია 18 მეტრი, სიმაღლე - 32 მეტრი. მინარეთების სიმაღლეა 63 მეტრი და იგი ყველაზე მაღალია სამხრეთ რუსეთში.

მეჩეთის ფართობია 5 000 კვ. მ და იტევს 10 ათას ადამიანს. ასევე მორწმუნეებს შეუძლიათ ლოცვა მცეთის საზაფხულო გალერეაში და მოედანზე[3].

თავისებურებები

რედაქტირება

არქიტექტურის საფუძველს წარმოადგენს სტამბულის ლურჯი მეჩეთი. მეჩეთის ასაშენებლად გამოიყენეს ახალი ტექნოლოგიები.

მეჩეთის გარე და შიდა კედლები მორთულია მარმარილოთი - ტრავერტინით, ხოლო მეჩეთის ინტერიერი უხვად მორთულია თეთრი მარმარილოთი, რომელიც მოიპოვება კუნძულ ადასაზე, მარმარილოს ზღვაში.

მეჩეთი მოხატეს თურქმა მხატვრებმა. სახეებიანი მოხატვისათვის ხელოსნებს გამოუყენებიათ სინთეტიკური და ნატურალური საღებავი, რაც სპეციალისტების აზრით მომავალი 50 წელი შეინარჩუნებს ფერთა გამას[4].

მეჩეთში დაკიდებულია 36 ჭაღი. თავისი ფორმით იგი მიგვაიშნებს ისლამის სამ სიწმინდეზე: 27 მათგანი განასახიერებს კლდის გუმბათს იერუსალიმში, რვა დამზადებულია როვზატუ-ნებევის მეჩეთის მაგალითზე, ხოლო ერთი, ყველაზე დიდი ფორმებით განასახიერებს ქააბას[5]. ჭაღებს აქვთ ჩეჩნური ორნამენტები, რომელიც სპეციალურად შექმნეს დიზაინერებმა[6]. ჭაღები დამზავებულია სვაროვსკის თვლებისაგან, რომელიც დაამზადა თურქულმა ფირმამ „USTUN AVIZE“-მ.

სამლოცველო ნიშა კედელში მიჰრაბი, რომლის სიმაღლეა 8 მეტრი, ხოლო სიგანე 4,6 მეტრი, დამზადებულია თეთრი მარმარილოსაგან და მიმართულია მექის მხარეს.

მეჩეთის ფართობია 5 000 კვ. მ, მინარეთების სიმაღლე - 63 მეტრი, ხოლო ისლამური ცენტრის საერთო ფართობი კი 14 ჰა.

ნუმიზმატიკაში

რედაქტირება

2015 წელს გაბონში გამოუშვეს 1 000 ფრანკიანი სამახსოვრო მონეტა, რომელზეც გამოსახული იყო მეჩეთი და ახმად კადიროვი[7]. მონეტა მოჭრეს მოსკოვის სამონეტო სასახლეში[7].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Мечеть «Сердце Чечни» имени Ахмата Кадырова. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-26. ციტირების თარიღი: 2018-11-01.
  2. Мечеть «Сердце Чечни» украшена золотом и кристаллами Swarovski. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-25. ციტირების თარიღი: 2018-11-01.
  3. Емельянова, Светлана (2013-08-14). „Мечеть «Сердце Чечни» стала лидером «России 10»“. Российская газета. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-01. ციტირების თარიღი: 2013-09-01.
  4. Фото внутреннего убранства мечети. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-17. ციტირების თარიღი: 2018-11-01.
  5. Мечеть «Сердце Чечни» украшена золотом и кристаллами Swarovski — Росбалт.ру. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-25. ციტირების თარიღი: 2018-11-01.
  6. Самая большая мечеть в Европе «Сердце Чечни» открылась в Грозном
  7. 7.0 7.1 В Центральной Африке выпустили монеты с изображением Кадырова и мечети «Сердце Чечни» (2015-11-18). ციტირების თარიღი: 2017-12-16.