ჩეფცა
ჩეფცა[1] (რუს. Чепца) — მდინარე რუსეთში, პერმის მხარეში, კიროვის ოლქსა და უდმურტეთში; ვიატკის (ვოლგის აუზი) მარცხენა შენაკადი. სიგრძე 501 კმ, აუზის ფართობი 20 000 კმ². სათავეს იღებს ზემო კამის მაღლობზე, მასზე მიედინება დასავლეთისკენ, ღრმა და ფართო ხეობაში, ქვემოთში კვეთს ვიატკის უვალს. იკვებება უპირატესად თოვლის წყლით. წყლის საშუალო ხარჯი შესართავიდან 85 კმ-ში 130 მ³/წმ. იყინება ნოემბერში, ლღვება აპრილში – მაისის დასაწყისში. იყენებენ დასაცურებლად. სანაოსნოა შესართავიდან 135 კმ-ზე. მდინარეზეა ქალაქები გლაზოვი და კიროვო-ჩეპეცკი.[2]
ჩეფცა რუს. Чепца | |
---|---|
ჩეფვა ქალაქ გლაზოვში | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეულები | პერმის მხარე, კიროვის ოლქი, უდმურტეთი |
ქალაქები | გლაზოვი, კიროვო-ჩეპეცკი |
სათავე |
ზემო კამის მაღლობი 57°53′26″ ჩ. გ. 54°20′29″ ა. გ. / 57.89056° ჩ. გ. 54.34139° ა. გ. |
შესართავი |
ვიატკა 58°33′42″ ჩ. გ. 50°03′47″ ა. გ. / 58.56167° ჩ. გ. 50.06306° ა. გ. |
სიგრძე | 501 კმ |
აუზის ფართობი | 20 000 კმ² |
მდინარის ტიპი | ვიატკა → კამა → ვოლგა → კასპიის ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 130 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ჩეფცა ვიკისაწყობში |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 235.
- ↑ Чепца // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 29 — М., 1978.