ვიატკის უვალი[1] (რუს. Вятский Увал) — მაღლობი რუსეთში, მარი-ელსა და კიროვის ოლქში. სიმაღლე 284 მეტრი. გადაჭიმულია თითქმის მერიდიანულად. კვეთს მდინარე ვიატკის ხეობა. აგებულია დოლომიტებით, კირქვებითა და თაბაშირით; ძლიერაა განვითარებული კარსტული მოვლენები. დაფარულია ფიჭვისა და სოჭის ტყით.[2]

ვიატკის უვალი
რუს. Вятский Увал
კოორდინატები: 57°30′ ჩ. გ. 49°11′ ა. გ. / 57.500° ჩ. გ. 49.183° ა. გ. / 57.500; 49.183
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული მარი-ელი, კიროვის ოლქი
სიმაღლე 284 
ამგებელი ქანები დოლომიტები, კირქვები, თაბაშირი
ვიატკის უვალი — რუსეთი
ვიატკის უვალი
  1. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 67.
  2. Вятский Увал // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 5 — М., 1971.